მნიშვნელოვანი სიახლეები
მსოფლიოში ყველაზე პატარა პისტოლეტი გაყიდვაში გამოჩნდა (+ვიდეო)

მსოფლიოში ყველაზე პატარა პისტოლეტი გაყიდვაში გამოჩნდა (+ვიდეო)

მსოფლიოში ყველაზე პატარა პისტოლეტი LifeCard ამერიკელმა იარაღის ოსტატებმა შექმნეს. დაკეცილ მდგომარეობაში იგი საკრედიტო ბარათის ზომისაა, ამასთან მისი კალიბრი 5,5 მმ-ია.

იგი ჩრდილო კაროლინაში მდებარე ახალმა კომპანიაTrailblazer Firearms-ში შეიქმნა.

პისტოლეტის სიგრძე 8,59 სმ-ია, სისქე 1,27 სმ, წონა 198 გრამი. იარაღი ერთ ვაზნიანია. კორპუსი ალუმინისგანაა დამზადებული, ლულა კი უჟანგავი ფოლადისაა. სახელურში ოთხი ვაზნისათვის მოწყობილი სამალავია.

 LifeCard ჯაყვა დანასავით იკეცება. ამ ფორმით იგი ადვილად თავსდება ჯიბეშიც და საფულეშიც.

პისტოლეტის ფასი მის ზომას შეესაბამება - 399 დოლარი.