მნიშვნელოვანი სიახლეები
Multiple Cradle Launcher: 240 რაკეტა 2 წუთში (+ვიდეო)

Multiple Cradle Launcher: 240 რაკეტა 2 წუთში (+ვიდეო)

ომის დროს ზოგჯერ 2 და არც 22 რაკეტა არაფერს ნიშნავს. აი 240 რაკეტა კი სულ სხვა საქმეა. სწორედ ამ პინციპით ხელმძღვანელობდნენ გაერთიანებული არაბული ემირატებში Jobari Defense Systems-ის ინჟინრები, როცა Multiple Cradle Launcher (MCL) დანადგარს ქმნიდნენ.

MCL-ის საფუძველს  Oshkosh Defense 6x6 Heavy Equipment Transporter-ი იგივე M1070 HET-ი წარმოადგენს, რომელსაც აშშ-ს არმია ტანკ Abrams-ების ტრანსპორტირებისათვის იყენებს. ამ „დროგის ცხენს“ ძალიან წარმოსადეგი ტექნიკური მახასიათებლები გააჩნია:Caterpillar-ის 6 ცილინდრიან, 700 ცხენისძალიან ტურბო ძრავას რვა ბორბალი მოჰყავს მოძრაობაში.

 MCL-ის დანარჩენი ნაწილი -  5x5 ტრეილერია, რომელზეც 122 მილიმეტრიანი რაკეტების ოთხი გამშვი მოწყობილობა დგას. ყოველი გამშვი მოწყობილობა სამოცრაკეტიანია. საბრძოლოდ გამზადების წინ ტრეილერი ათ ჰიდრავლიკურ სტაბილიზატორს ეყრდნობა, რომელიც MCL-ს უკუცემისგან იცავს. ცეცხლის მართვის სისტემა მთლიანად კომპიუტიზირებულია და მსროლელს შეუძლია გასწოლისათვის რაკეტების ზუსტი რაოდენობა განსაზღვროს. ჩამონტაჟებული ნავიგაციური სისტემა და პოზიციონირების გლობალური სისტემა სროლის სიზუსტეს უზრუნველჰყოფს.

სავარაუდოთ  MCL-ი 122 მმმ-იან რაკეტა TRB-122-ს იყენებს. მას თურქული კომპანია Rocketsan-ი უშვებს. რაკეტის ერთ ვერსიას წერტილოვანი ფალია გააჩნია, მაშინ როცა მეორე ვერსიაში უკონტაქტო ფალია გამოიყენება. რაკეტის ორივე ვერსიის ფრენის სიშორე  ზღვის დონეზე 35 კილომეტრს შეადგენს MCL-ს 240 რაკეტის გასროლა 2 წუთში შეუძლია. ამ დროს მოწინააღმდეგეს 3919 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება და ფოლადის შრაპნელი ეცემა თავზე.

 MCL ერთ სატრანსპორტო საშუალებაზე განლაგებული რაკეტების რაოდენობით ექვსჯერ აღემატება სხვა დანადგარებს. მთელი ამ  ცეცხლის ძალის მართვის ერთი ადამიანის ხელში მოქცევა ამარტივეს სროლის მთელ პროცესს და დიდი ტერიტორიის მოწინააღმდეგისგან გაწმენდას ამარტივებს. მაგრამ სისტემას თავისი უარყოფითი მხარეებიც გააჩნია. 122 მმ-იანი რაკეტებიის ქობინები მხოლოდ 16 კილოგრამამდე ასაფეთქებელ ნივთიერებას იტევს და ამიტომაც მოქმედების მცირე რადიუსი აქვს. MCL-ის დიდი ზომები კი მის ტრანსპორტირებას აძნელებს. ამის გამო MCL-ს მოქმედება უგზოობის შემთხვევაში გაუჭირდება.

 გასულ თვეში Jobari Defense Systems-მა Twin Cradle Launcher (TCL) წარმოადგინა, რომელზეც ორი ჩარჩო იდგა: თვითოეული 300 მილიმეტრიანი ოთხი რაკეტის შემცველი. ეს უფრო დიდი Rocketsan TR-300 რაკეტებია, რომელთა ქობინა უფრო მძლავრია და სროლის მეტი სიშორე გააჩნია - 97 კილომეტრი.