მნიშვნელოვანი სიახლეები
ნიდერლანდელი სამხედროები ვირტუალურ ფლოტს ააგებენ

ნიდერლანდელი სამხედროები ვირტუალურ ფლოტს ააგებენ

ნიდერლანდები თავისი სამხედრო ხომალდების სამგანზომილებიან მოდელებს შექმნის. ყველაფერი ეს იმისათვის არის საჭირო, რომ შემდგომში ეს მოდელები სათადარიგო ნაწილების დასამზადებლად გამოიყენონ.

სამგანზომილებიან მოდელებს ჰოლანდიური კომპანია Marinebedrijf Koninklijke Marine და Artec 3D შექმნიან. ამისათვის ხელის ლაზერული სკანერები იქნება გამოყენებული. ამგვარი მოწყობილობები ობიექტს ლაზერული ბადით ფარავენ და შემდეგ  წამში 80 კადრის სიხშირით ფოტოებს იღებენ. ზედაპირის სიმრუდე ხაზების გამრუდებით გამოითვლება. ამას გარდა მოწყობილობას გადაკვეთის წერტილებს შორის მანძილის დადგენაც შეუძლია. ყველაფერი ეს კი სამგანზომილებიან მოდელს ქმნის, რომლის მრავალპოზიციურ დაზგებისათვის ნახაზებად კონვერტირება და დეტალების დამზადება შეიძლება.

Marinebedrijf Koninklijke Marine და Artec 3D დარწმუნებულები არიან, რომ მომავალში ამგვარი სამგანზომილებიანი მოდელები ტექნიკოსებს ხომალდების შუა ზღვაში შეკეთების საშუალებას მისცემს. ამისათვის 3D-პრინტერების გამოყენება შეიძლება. მათ აშშ-ს სამხედრო საზღვაო ფლოტი რთული პლასტიკური დეტალების დასამზადებლად უკვე იყენებს. თანამედროვე პრინტერები კი უკვე ლითონის ფხვნილისგან დეტალების ბეჭდვის საშუალებას იძლევიან.

 სადღეისოდ ნიდერლანდების სამხედრო საზღვაო ფლოტში 23 ხომალდია. მათგან ყველაზე "ხნიერი" ფრეგატი "ვან ამსტელია", რომელიც შეიარაღებაში 1993 წელს მიიღეს. სხვ ახომალდები კიდევ უფრო ახლები არიან.