მნიშვნელოვანი სიახლეები
პაკისტანმა წყალქვეშა ნავიდან ფრთოსანი  რაკეტა პირველად გაუშვა

პაკისტანმა წყალქვეშა ნავიდან ფრთოსანი რაკეტა პირველად გაუშვა

პაკისტანელი სამხედროების განცხადებით მათ ფრთოსანი რაკეტა „ბაბურ-3“ გამოსცადეს, რომელსაც ბირთვული მუხტის ტარება შეუძლია.

რაკეტა, რომლის მოქმედების რადიუსი 450 კილომეტრია ორშაბათს ინდოეთის ოკეანეში მყოფი წყალქვეშა ნავიდან გაუშვეს,  მან მიზანი დააზიანა.

„ბაბურ-3“ რაკეტა „ბაბურ-2“-ის საზღვაო ვარიანტს წარმოადგენს, რომელიც სახმელეთო  ბაზირებისაა  და  ის დეკემბერში გამოსცადეს. როგორც პაკისტანელი სამხედროები აცხადებენ,  „ბაბურ-3“-ს  სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მუხტების ტარება შეუძლია და  საპასუხო დარტყმის განხორციელების საშუალებას იძლევა.

 შემდგომ არმიის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ახალ რაკეტას ბირთვული მუხტის ტარებაც შეუძლია.

პაკისტანის პრემიერმა ნავაზ შარიფმა ერს ეს მოვლენა მიულოცა და მას ქვეყნის ტექნიკური პროგრესის კიდევ ერთი მიღწევა უწოდა, რომელიც სახელმწიფოს საკუთარ ძალებში რწმენას უძლიერებს.

პაკისტანს თავისი სარაკეტო პროგრამა ინდოეთთან  დაპირისპირებაში შემაკავებელ ფაქტორად მიაჩნია. რაკეტის გამოცდამ შესაძლოა ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაამწვავოს.

პაკისტანი და ინდოეთი ბირთვულ იარაღს ფლობენ და სხვადასხვა მოქმედების რადიუსის რაკეტებს ქმნიან. ინდოეთმა ჯერ კიდევ 2008 წელს წყალქვეშა ნავიდან ბირთვული მუხტის ტარების შემძლე რაკეტა წარმატებით გაუშვა, ხოლო 2013 წელს წყალქვეშა ბაზირების ფრთოსანი რაკეტა გამოსცადა.