მნიშვნელოვანი სიახლეები
პენტაგონი ევროპის დანაღმვას აპირებს (+ვიდეო)

პენტაგონი ევროპის დანაღმვას აპირებს (+ვიდეო)

აშშ-ს არმიამ „ცივი ომის“ დროინდელი იარაღი გაიხსენა. ესაა დისტანციური დანაღმვის სისტემა „ვულკანი“.  2018 წლისათვის მის მოდერნიზაციას და კვლავ შეიარაღებაზე დაყენებას აპირებენ. „ვულკანის“ გამოყენება ძირითადათ ევროპაშია ნავარაუდევი.

დისტანციური დანაღმვის სისტემა „ცივი ომის“ დროს შეიქმნა, როცა სამხედრო სტრატეგებს მასტაბური სატანკო გარღვევები ელანდებოდათ. „ვულკანი“ ნატოს სტრატეგებს საბჭოთა სატანკო არმადების წინ დანაღმული ველების სწრაფად შესაქმნელად სჭირდებოდათ.

სისტემა შორიდან ფეიერვერქის დანადგარს მიაგავს - ესაა ცილინდრული კასეტების პაკეტი, თითოში ექვსი ნაღმით. სულ პაკეტში 960 ნაღმია. „ვულკანი“ ყენდება ან ვერტმფრენზე, ანდა სატვირთო ავტომობილზე. მოკლე დროში საჭირო კონფიგურაციის დანაღმული ველის შექმნა შეიძლება. იგი შეიძლება იყოს როგორც ტანკსაწინააღმდეგო, ისე შერეული ტიპის.

 „ვულკანი“ აშშ-ს არმიის შეიარაღებაზე XX საუკუნის ბოლომდე იდგა. შემდეგ ისინი საწყობში შეინახეს. სატანკო შეტევების საშიშროება აღარ იყო, ხოლო 1997 წლის ოტავის ხელშეკრულებამ ქვეითთა საწინააღმდეგო ნაღმები აკრძალა.