მნიშვნელოვანი სიახლეები
პენტაგონი გამანადგურებლებისათვის ლაზერებს ეძებს

პენტაგონი გამანადგურებლებისათვის ლაზერებს ეძებს

აშშ-ს სამხედროსაჰაერო ძალების კვლევითმა ლაბორატორიამ (AFRL) გამანადგურებლების დაცვის ლაზერული სისტემების შესაქმნელად კონკურსი გამოაცხადა.

პერსპექტიულმა ლაზერის თავდაცვითმა სისტემამ სახელად Laser Advancements for Next-generation Compact Environments (LANCE) მიიღო. ტექნიკური დავალების მიხედვით სისტემა თავსებადი უნდა იყოს, როგორც აშშ-ს სამხედრო საჰაერო ძალების პერსპექტიული გამანადგურებლებთან, ისე შეიარაღებაზე უკვე არსებულ გამანადგურებლებთანაც. სამხედროებს ლაზერულ ტექნოლოგიებში უახლესი მიღწევები აინტერესებთ.

კვლევის ფარგლებში კომპაქტული ლაზერული დანადგარის გამანადგურებლის დასაცავად გამოყენება შეფასდება, მათ შორის ზებგერითი ფრენების დროს. იმავდროულად ლაზერული კომპლექსის შესაქმნელად და შეიარაღებაზე მისაღებად მთელი რიგი სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოები შესრულდება.

ერთ-ერთ ვარიანტად პენტაგონი უნიფიცირებულ სამაგრიან სპეციალურ კონტეინერსაც განიხილავს, რომელიც თვითმფრინავის მიერ შესასრულებელი მიმდინარე დავალების მიხედვით ფრთის, ანდა ფიუზელაჟის ქვეშ დამაგრდება.

პერსპექტიულმა მეექვსე თაობის თვითმფრინავებმა შესაძლოა ლაზერული სისტემებით არა მხოლოდ თავი დაიცვან, არამედ მოწინააღმდეგის საფრენი აპარატები და საბრძოლო ტექნიკაც გაანადგურონ.