მნიშვნელოვანი სიახლეები
პენტაგონი მუყაოს უპილოტოებით შეიარაღდება (+ვიდეო)

პენტაგონი მუყაოს უპილოტოებით შეიარაღდება (+ვიდეო)

ამერიკული კომპანია Otherlab-ი აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს პერსპექტიული პროექტირების სააგენტოს (DARPA) შეკვეთით ერთჯერად უპილოტო საფრენ აპარატებს ქმნის და ცდის.

იაფი ერთჯერადი უპილოტო სამხედროებს დიდი ხანია აინტერესებთ. ამგვარ დრონებს შეიძლება როგორც მცირე ზომის ტვირტების გადატანა, ისე სადაზვერვო ოპრაციებიც დაავალო. ამას გარდა ერთჯერადი დრონი შეიძლება საბრძოლო მოქმედებების რაიონში თამამად გაუშვა: მისი დაკარგვა ხომ დიდი ზარალს არ მოგაყენებს.

დაბალი ფასის გარდა ერთჯერად დრონებს სხვა უპირატესობებიც გააჩნიათ. საბრძოლო მასალებისა და სურსათის მიწოდების შემდეგ უპილოტო აპარატი განადგურდება, ვინაიდან მისმა უკან ფრენის ტრაექტორიამ შესაძლოა საბრძოლო ოპერაციის მიზნები გაამჟღავნოს.

 სწორედ ამისათვის სჭირდება პენტაგონს მაქსიმალურად იაფი და  მარტივი დრონები - მაგალითად მუყაოს APSARA (Aerial Platform Supporting Autonomous Resupply Actions), რომელთაც კომპანია Otherlab-ი სთავაზობს.

მუყაოს უპილოტო „მფრინავი ფრთის“ სქემით არის შექმნილი და ძრავა არ გააჩნია. იგი ადვილად იხრწნება და რამდენიმე დღეში ქრება. APSARA-ს 150 კილომეტრზე ერთ კილოგრამამდე ტვირთის გადატანა შეუძლია.