მნიშვნელოვანი სიახლეები
პენტაგონის გამანადგურებლები ნაკლებად შესამჩნევები იქნებიან

პენტაგონის გამანადგურებლები ნაკლებად შესამჩნევები იქნებიან

ამერიკული კომპანია Lockheed Martin-ი აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს შეკვეთით მრავალმიზნობრივ, მეხუთე თაობის გამანადგურებელ F-22 Raptor-ზე საფარველს შეცვლის.

გამანადგურებელი F-22 Raptor, რომელიც კომპანიების, Lockheed Martin, Boeing და General Dynamics-ის ერთობლივი ნაშრომია, ისტორიაში პირველი მეხუთე თაობისგამანადგურებელია, რომელიც შეიარაღებაზე მიიღეს. პლანერის კონსტრუქციაში ფართოდაა გამოყენებული რადიომშთანთქავი მასალები, პოლიმერული კომპოზიტები და თერმული ნახშირბადპლასტიკები. კონსტრუქციის დიდი ნაწილი ბისმალეიმიდის ბაზაზეა შექმნილი. ეს თერმომდგრადი პოლიმერია, რომელიც 230 გრადუსამდე ტემპერატურას უძლებს.

 თერმული ნახშირბადპლასტიკები სიმტკიცით და თერმომედეგობით გამოირჩევიან. ამასთან მათი შეკეთება შესაძლებელია.

 ძირითადი ფაქტორები, რომლებიც თვითმფრინავის დაბალ რადიოხილვადობას უზრუნველყოფენ, არის თავად თვითმფრინავის პროფილი და საგანგებო საფარი. „მტაცებელი“ 2005 წლიდან ექსპლოატაციაშია და ახლა უკვე მისი საფარის შეცვლის დრო მოვიდა. ამისათვის პენტაგონმა კომპანია Lockheed Martin-თან კონტრაქტი გააფორმა. მეხუთე თაობის თვითმფრინავის საფარისათვის ახალი შემადგენლობა შეიმუშავეს, რომელსაც მისი ელასტიურობის გამო „ტყავს“ უწოდებენ.

 გაუმჯობესებული საფარი სამხედროებმა გამოსაცადეს და მოიწონეს. ახალ „ტყავს“ აშშ-ს სამხედრო საჰაერო ძალების შემადგენლობაში მყოფი 180 ერთეული F-22 მიიღებს. ამისათვის 40 მილიონი დოლარია გამოყოფილი. პენტაგონის განცხადებით თვითმფრინავების მოდერნიზაცია 2019 წლის ბოლოსათვის დასრულდება.