მნიშვნელოვანი სიახლეები
პენტაგონმა საბრძოლო ლაზერიანი ჯავშნოსანი გამოსცადა

პენტაგონმა საბრძოლო ლაზერიანი ჯავშნოსანი გამოსცადა

აშშ-ს თავდაცვის სამინისტრომ საბრძოლო ლაზერით შეიარაღებული  ბორბლებიანი ჯავშნოსანის MEHEL 2-ის გამოცდა ჩაატარა.

 ჯავშნოსანი MEHEL 2 (Mobile Expeditionary High Energy Laser) მობილური მაღალენერგეტიკული ლაზერით, ამერიკული ჯავშნიანი ავტომობილის Stryker-ის ბაზაზე შეიქმნა. მისი დიზელის ძრავა 350 ცხენისძალის სიმძლავრისაა. სიჩქარეთა კოლოფი ავტომატური ექვსსაფეხურიანია. თვლების ფორმულა  - 8х8-ზე.

 ჯავშანი 14,5 მმ-იანი ჯავშანგამტანი ტყვიებისაგან და 152 მმ-იანი ყუმბარების ნამსხვრევებისგან იცავს. შეიარაღება დისტანციურად მართვად მოდულ Protector RWS-ში არის მოთავსებული და 12,7 მმ-იანი ტყვიამფრქვევ M2-ის ანდა 7,62 მმ-იანი ტყვიამფრქვევ M240-ისგან შედგება. მასზე ასევე 40 მმ-იანი ავტომატური ყუმბარმტყორცნი Mk19-იც არის განთავსებული. მოდულში დამატებით ექვსი კვამლის ყუმბარმტყორცნები და ახლა კი უკვე ხუთი კილოვატის სიმძლავრის ლაზერიც განალაგეს. ლაზერის გარდა Stryker აღჭურვილია უპილოტო საფრენი აპარატების აღმოჩენისა და იდენტიფიკაციის სისტემით. ლაზერული იარაღი ამერიკელებს სწორედ რომ დრონების გასანადგურებლად ესაჭიროებათ. თუმცა მისი სიმძლავრე ჭურვების, თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების, ასევე მსუბუქი თვითმფრინავების და ვერტმფრენების განადგურების საშუალებასაც იძლევა.

 MEHEL 2 ჯავშნოსნების გამოყენება ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებში არის შესაძლებელი. საბრძოლო მანქანა ოკლაჰომას შტატის ქალაქ ტომპსონ ჰილის სასროლო პოლიგონზე გამოსცადეს. საბრძოლო ლაზერით სამხედროებმა წარმატებით გაანადგურეს რამდენიმე საფრენი აპარატი, მათ შორის პოპულარული მარკის კვადრაკოპტერებიც იყო.