მნიშვნელოვანი სიახლეები
პენტაგონმა თვითმფრინავების სწრაფად შეკეთება ისწავლა

პენტაგონმა თვითმფრინავების სწრაფად შეკეთება ისწავლა

აშშ-ს საზღვაო ქვეითების კორპუსი სამხედრო საზღვაო ფლოტთან ერთად თვითმფრინავების დაზიანებული დეტალების შესაკეთებლად ცივი გაზოდინამიური დაფრქვევის  ტექნოლოგიას ცდის.

ცივი გაზოდინამიური  დაფრქვევისას დაზიანებულ დეტალზე ლითონის მტვერი აზოტის, ანდა ჰელიუმის ზებგერითი ნაკადით ეფრქვევა. გაზის ნაკადი ლითონის 1-50 მიკრომეტრის ზომის ნაწილაკებს 500-1000 მეტრი წამში სიჩქარით აფრქვევს დაზიანებულ  დეტალზე. შედეგად გაცვეთილი, ანდა კოროზიისგან დაზიანებული დეტალის აღდგენა ხდება.

 ცივი დაფრქვევის გამო დეტალი არ ხურდება და თავის თვისებებს არ კარგავს. აღდგენილი ფენა საკმაოდ მტკიცე გამოდის და რაც მთავარია მიკრობზარებს არ შეიცავს. როგორც წესი დეტალების მსგავს აღდგენას დადუღებით ახდენენ, მაგრამ  ამ დროს დეტალი ხურდება, რაც დაჟანგვას, დეფორმაციას და შესაბამისად რესურსის შემცირებას იწვევს.

 ამას გარდა ახალ ტექნოლოგიას გაცილებით ნაკლები დრო სჭირდება,  ვიდრე ისეთ გავრცელებულ მეთოდს, როგორიც ელექტროლიტური ქრომირებაა.  ასე მაგალითად იმისათვის, რომ დეტალი ლიტრი ქრომის ელექტროლიტით აღადგინონ 20 საათია საჭირო. იგივე  დეტალის  აღდგენას ვოლფრამისა და კობალტის კარბიდების შენადნობით ცივი დაფრქვევის მეთოდით სულ რაღაც რამდენიმე წუთი სჭირდება.

ახლაი მეთოდი წარმატებით გამოსცადეს  თვითმფრინავების  E-2 Hawkeye  და  F-5 Tiger II, ვერტმფრენების  CH-53 Sea Stallion, UH-1 და AH-1-ის  დეტალების აღდგენისას.  სულ  2016 წელს  ამ  მეთოდით  სამხედრო  თვითმფრინავების 150 დეტალი აღადგინეს, საიდანაც არც  ერთი განმეორებით  რემონტზე  არ დაბრუნებულა. ტრადიციული  მეთოდების  გამოყენებისას დეტალების  20-40%  უკან  რეკლამაციებით  ბრუნდებოდა.