მნიშვნელოვანი სიახლეები
პენტაგონს ელექტრომაგნიტური ჭურვები სჭირდება

პენტაგონს ელექტრომაგნიტური ჭურვები სჭირდება

აშშ-ს თავდაცვის სამინისტრო ახალი ტიპის ელექტრომაგნიტური იარაღისათვის ჭურვების შემქმნელს ეძებს. ახალი ჭურვები მოწინააღმდეგის ელექტრონული ხელსაწყოების მწყობრიდან გამოსაყვანად არის საჭირო.

 როგორც სამოქალაქო პირები, ისე სამხედროები სიამოვნებით იყენებენ თანამედროვე ცივილიზაციის მიღწევებს და სულ უფრომეტ ფუნქციებს აკისრებენ ელექტრონულ მოწყობილობებს.

მოწინააღმდეგის ელექტრონიკის წარმატებით ჩახშობისათვის, პენტაგონმა ელექტროიმპულსური იარაღის შექმნა გადაწყვიტა, რომელსაც შეზღუდული მოქმედების რადიუსი ექნება. ადრე მსგავსს იარაღს დიდი სიზუსტე არ გაჩნდა და ამიტომაც მხოლოდ ვიწრო ამოცანების გადასაწყვეტად იყენებდნენ. ახლა კი მაგნეტრონების ჭურვებში დამალვა სურთ.

ელექტრომაგნიტურ საარტილერიო ჭურვს მინიმალური კინეტიკური ზემოქმედების უნარი უნდა ჰქონდეთ. ანუ მან მიზანზე ძლივს შესამჩნევი კვალი უნდა დაამჩნიოს, მაგრამ ამასთან გარკვეულ რადიუსში მოწინააღმდეგის ელექტრონული სისტემები მწყობრიდან უნდა გამოიყვანოს. იარაღი 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვის სახით უნდა იქნას წარმოდგენილი.

თუკი მწარმოებელი შეძლებს და 155 მმ-იანი ჭურვის ფორმატში ჩაატევს მსგავს იარაღს, მაშინ აშშ-ს თავდაცვის სამინისტრო მას ნაკლები ხარისხის ელექტრომაგნიტური ჭურვების შეკვეთასაც მისცემს.