მნიშვნელოვანი სიახლეები
პენტაგონს ტანკის მოძრავი ჯავშანი სურს

პენტაგონს ტანკის მოძრავი ჯავშანი სურს

აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს მოძრავი სატანკო ჯავშნის ახალი სისტემის შექმნას აპირებს, რომელმაც ჯავშნიანი ტექნიკის აქტიური დაცვის სისტემები უნდა ჩაანაცვლოს.

როგორც ცნობილი გახდა პენტაგონმა მენარდეებს სთხოვა ჯავშანპანელების შექმნის შესაძლებლობა შეისწავლონ, რომლებსაც 25 სანტიმეტრზე გამოწევა 5 წამში უნდა შეძლონ. ამას გარდა ამგვარი კვადრატული, 30 სანტიმეტრიანი გვერდის მქონე ჯავშანპანელებმა უნდა შეძლონ ჭურვის ანდა რაკეტის მოხვედრას უნდა გაუძლონ. შესაძლოა უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ მოძრავი ჯავშანი ტანკების განვითარებაში შესაძლოა აუცილებელ ევოლუციად იქცეს.

მოძრავი ჯავშანი ჩვეულებრივი სატანკო ჯავშნის განვითარებას წარმოადგენს. ჩვეულებრივი ჯავშანი სტატიკურია და შესაძლო მოულოდნელ საფრთხეზე რეაგირებას ვერ ახერხებს. ამას გარდა სამხედროებს თანამედროვე ჯავშნის ვარიანტების დიდი არჩევანიც არ აქვთ. შეიძლება მისი სისქის და წონის ცვლილება, მაგრამ ტანკის უსასრულოდ მოდიფიცირება შეუძლებელია.

 აქტიური დაცვის სისტემებს, როგორც ელექტრომაგნიტურს, ისე კინეტიკურს თავისი უარყოფითი თვისებებიც გააჩნია. მაგალითად ზოგი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა ტანკს დაუცველ ადგილებში ზემოდან ეცემა.ამას გარდა ტანკიდან რამდენიმე მეტრში მუხტის აფეთქება მასზე მოთავსებულ მოწყობილობებს აზიანეს. მას გარდა დაცვის სისტემებს გადატენვის გარეშე, ერთი მიმართულებიდანმრავალჯერადი შეტევის მოგერიება არ შეუძლიათ.

პენტაგონის აზრით მოძრავი სატანკო ჯავშანი სულ მცირე ანალოგიურ დაცვის დონეს უზრუნველყოფს და აქტიური დაცვის სრულმასშტაბიან სისტემაზე გაცილებით იაფი უნდა დაჯდეს. ასეა თუ ისე, სისტემა ჯერჯერობით იდეის დონეზე არსებობს და პირველი მუშა ნიმუშების შექმნის ვადები უცნობია.