მნიშვნელოვანი სიახლეები
Pokemon Go-ს ადგილი საფრანგეთის სამხედრო ობიექტებზე არ არის

Pokemon Go-ს ადგილი საფრანგეთის სამხედრო ობიექტებზე არ არის

საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროსათვის ეს საკითხი ძლიერ სერიოზულია:  ქვეყნის სამხედრო ობიექტებზე იშვიათი პოკემონების ადგილი არ არის! უწყების ერთ-ერთი დეპარტამენტის მიერ გამოშვებულ დოკუმენტში, რომელიც სატირულმა გაზეთმა “Le Canard Enchaîné” გამოაქვეყნა, ლაპარაკია იმ რისკებზე, რომელიც შეიძლება მოჰყვეს მოთამაშეთა ნიღბით სამხედრო ობიექტებზე დივერსანტების და ტერორისტების შეჭრას.

Pokemon Go-ს კიდევ ერთი საფრთხე - მასზე დამოკიდებულების გამომუშავებამ შესაძლოა სამხედრო ობიექტების მოსამსახურეთა ყურადღების და პროფესიული ჩვევების დაქვეითება გამოიწვიოს.