მნიშვნელოვანი სიახლეები
Polaris Dagor: სამხედრო ყველგანმავალი კვადროციკლების მწარმოებლისგან (+ვიდეო)

Polaris Dagor: სამხედრო ყველგანმავალი კვადროციკლების მწარმოებლისგან (+ვიდეო)

Polaris-ის კვადროციკლები ანდა თოვლმავლები ყველასათვის ნაცნობია. ეს ამერიკელი მწარმოებელი 1954 წლიდან არსებობს და დარგის ერთ-ერთ ლიდერს წარმოადგენს. იმავდროულად რიგითმა მოქალაქეებმა შეიძლება არც იცოდნენ, რომ Polaris-ს საკმაოდ დიდი სამხედრო ქვედანაყოფიც გააჩნია, რომელიც სამხედროებისათვისსხვადასხვა ტექნიკას, მათ შორის ყველგანმავლებსაც აწარმოებს.

Polaris-ის სამხედრო ტექნიკის დიდი წილი კვადროციკლებზე მოდის. ეს როგორც სამოქალაქო სერიების ადაპტირებული,ისე სპეციალურად სამხედროებისათვის დამზადებული კვადროციკლებია, რომლებიც უდაბნოებსა და სხვა გარე ოპერაციებისას გამოიყენება.

მაგრამ კომპანიის მიერ გამოშვებული ოთხბორბლიანი ტექნიკიდან მკვეთრად გამოირჩევა ერთი - Polaris Dagor. ეს უკვე კვადროციკლი აღარაა, არამედ სრულფასოვანი ყველგანმავალია და კომპანიის მიერ გამოშვებული ერთადერთი ავტომობილია. Polaris Dagor-ი კომპანიამ სპეციალურად მსუიბუქი ქვეითებისათვის შექმნა და პირველად  2012 წელს გამოაჩინა, ხოლო 2014 წელს არმიისათვის უკვე მისი სერიული წარმოება დაიწყო.

Dagor-ი 2 ტონამდე იწონის და 1,5 ტონა ტვირთის გადატანა შეუძლია. მისი პარამეტრები იმგვარადაა შერჩეული, რომ  იგი ვერტმფრენ CH-47 Chinook ანდა UH-60 Black Hawk-ის სატვირთონაკვეთურში ადვილად თავსდება. სულ ავტომობილს 9 ადამიანის გადაყვანა შეუძლია. 4 მათგანი ძირითად სავარძლებზე თავსდება, 4 დამატებით გამოსაწევ სკამებზე სატვირთო განყოფილებაში და ერთიც მეტყვიამფრქვევე - თუ საჭიროება მოითხოვს.