მნიშვნელოვანი სიახლეები
პოლონეთის არმია ახალი Beryl WZ 96 ავტომატებით იარაღდება (+ვიდეო)

პოლონეთის არმია ახალი Beryl WZ 96 ავტომატებით იარაღდება (+ვიდეო)

უკვე წლეულს პოლონეთის არმიის ჯარისკაცები ავტომატ Beryl  WZ 96–ის ახალ ვერსიას მიიღებენ.

პოლონეთის თავდაცვის სამინისტრომ კომპანია Fabryka Broni Lucznik Radom–ს 26 ათასი ახალი ავტომატი Beryl WZ 96C  შეუკვეთა. ასევე გაფორმდა კონტრაქტი წინა მოდიფიკაციის Beryl WZ 96–ის მოდერნიზაციის შესახებ, რომელიც უკვე არის პოლონეთის არმიის შეიარაღებაში.

39,4 მილიონ დოლარიანი ხელშეკრულების ფარგლებში კომპანია FB Radom პოლონეთის შეიარაღებულ ძალებს ოთხი წლის განმავლობაში 17 621 ერთეულ WZ 96C Beryl–ს და 8400 WZ 96C Mini Beryl–ს (ავტომატის დამოკლებული ვერსია) მიაწვდის.

undefined

 ეს ხელშეკრულება  პოლონეთის არმიის ისტორიაში ცეცხლსასროლი იარაღის შესაძენად უმსხვილესი კონტრაქტია. მისი რეალიზაციის შემდეგ პოლონეთის თავდაცვის სამინისტრო აპირებს შეიარაღებაში დარჩენილი ავტომატების WZ 88 Tantal (5,45×39 მმ კალიბრის) და ასევე АК და  АКМ (7,62×39 მმ კალიბრის) ჩამოწერას.

 კონტრაქტი Beryl WZ 96–ის ყველა წინა ვერსიის მოდერნიზაციას ითვალისწინებს. ესენია WZ 96A და WZ 96B, რომლებიც შესაბამისად 1996 და 2007 წლებში შეიქმნა. 65 ათას ავტომატზე მეტი აღიჭურვება ახალი ნახევრად გამჭვირვალე მჭიდეებით, ტელესკოპური კონდახებით, ერგონომიკული პისტოლეტის სახელურებით, ასევე ლულის კოლოფზე დასამაგრებელი ხელსაწყოებით და პიკატინის თამასებით.

 WZ 96C–ი ავტომატ Beryl–ის მესამე თაობაა. მოდელი სპრეზენტაცია ჯერ კიდევ 2009 წელს გაიმართა, მაგრამ პოლონეთის თავდაცვის სამინისტრომ მხოლოდ ახლა გადაწყვიტა მისი შეძენა. ისევე როგორც WZ 96–ის წინა ვერსიები, ავტომატი АК-74–ის ბაზაზეა შექმნილი, მაგრამ ნატოს 5,56×45 მმ–იან ვაზნაზე. Beryl–ის ავტომატები პოლონეთის არმიის შეიარაღებაში 1998 წელს მიიღეს. ასევე წარმოებს მისი საერთაშორისო ბაზარზე გატანა, მათ შორის სამოქალაქო ბაზარზეც.