მნიშვნელოვანი სიახლეები
რა ღირს ავიამზიდის შეკეთება

რა ღირს ავიამზიდის შეკეთება

ავიამზიდი კრეისერის „ადმირალ კუზნეცოვის“ შეკეთება და მოდერნიზაცია მურმანსკის ქარხანაში დაიწყება და 40 მილიარდი რუბლი დაჯდება.

ავიამზიდის მოდერნიზაცია სავარაუდოთ 2020 წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს. „ანუ სამუშაოები სამ წელს და რამდენიმე თვეს გასტანს“, - იუწყება წყარო რუსეთის შეიარაღებული ძალებიდან.

ხომალდზე ყველა ელექტრომექანიკური ნაწილი შეკეთდება, მათ შორის მთავარი ძრავები - იქ რამდენიმე უვარგის ქვაბს შეცვლიან. შეიცვლება ასევე ასაფრენი კომპლექსიც. სარაკეტო კომპლექსი „გრანიტი“ ახალი „კალიბრ-НК“-თი შეიცვლება, -აცხადებს წყარო. კრეისერის ავიაჯგუფი ისევ ნარევი დარჩება. მის შემადგენლობაში კვლავ იქნებიან მძიმე გამანადგურებლები Су-33 და მსუბუქი МиГ-29К/КУБ.Шартогашева

 ხოლამ

 „ადმირალი კუზნეცოვი“ რუსეთის ერთადერთი ავიამზიდია. იგი წყალში ჯერ კიდევ 1985 წელს ჩაუშვეს და ფლოტის შემადგენლობაში 1990 წლიდანაა. მისი სიგრძე 305 მეტრია, სიგანე 72 მეტრი. სრული წყალწყვა 59 ათასი ტონა.

 „კუზნეცოვი“ ფრთოსანი რაკეტა „გრანიტით“ არის შეიარაღებული, რომლებიც გემბანის ქვეშ ქიმის მხარეს, დახრილ 12 გამშვ დანადგარშია მოთავსებული. ხომალდის ავიაჯგუფი 30 МиГ-29К/КУБ და Су-33-ისგან შედგება. მასზე ასევე დამრტყმელი ვერტმფრენებიКа-52Кდა ნავსაწინააღმდეგო Ка-27 და Ка-29-იც არიან განთავსებულნი.

გასულ წელს ავიამზიდმა ხმელთაშუა ზღვაში ლაშქრობა მოაწყო. იგი სირიაში საჰაერო-კოსმოსური ძალების ოპერაციებში მონაწილეობდა. როგორც იძახიან 2016 წლის ნოემბერ-დეკემბერში „კუზნეცოვის“ მფრინავებმა 420 საბრძოლო გაფრენა მოაწყვეს (მათ შორის 117 ღამით) და ამ დროს ტერორისტების 1 ათასამდე ობიექტი გაანადგურეს, რაც სამხედრო ექსპერტებში დიდ ეჭვს ბადებს.