მნიშვნელოვანი სიახლეები
რა ღირს ტანკი Abrams-ი დღეს?

რა ღირს ტანკი Abrams-ი დღეს?

სამხედრო ტექნიკა ძვირი სიამოვნებაა და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ტანკის ღირებულება მილიონებით იზომება, თუმცა არის ამ ფასის შემცირების შესაძლებლობაც.

 Abrams М1 საბაზო მოდელი აშშ-ს არმიის შეიარაღებაში 1980 წლიდან დგას. მისი მწარმოებელი კომპანია  General Dynamics-ის მის ღირებულებას 2 მილიონ დოლარად აფასებდა.

მას შემდეგ აშშ-ს ძირითადი ტანკები ძლიერ შეიცვალა: 1984 წელს მის ახლა მოდიფიკაციას M1A1 ქვემეხის კალიბრი გაუზარდეს და ბევრი სხვა სიახლეც დაუმატეს, მათ შორის კონდიციონერიც. 1992 წელს ტანკი კიდევ ერთხელ გააუმჯობესეს: M1A2 მოდიფიკაციას  თბოვიზორული სამიზნეები და  ურანის ჯავშანი დაუმატეს. ერაყის ომის შემდეგ  მისი „ქალაქური“ ვარიანტი TUSK-ი  შექმნეს, რომელაც ყოველგვარი ტანკსაწინააღმდეგო იარაღისგან დამცავი დინამიური ჯავშანი ჰქონდა. ყველა ეს სიახლე ფული ღირდა და 1999 წლის „აბრამსი“ უკვე 6,2 მილიონი დოლარი ღირდა, ხოლო 2012 წლისა უკვე მთელი 8 მილიონი.

მაგრამ უკანასკნელ წლებში ახალ „აბრამსებს“ თითქმის აღარ უშვებენ: გაცილებით იაფი ჯდება ძველი M1A1-ის მოდერნიზაცია და გადაწყობა. 2016 წელს General Dynamics Land Systems-მა სამხედროებთან 150 ტანკის მიწოდებაზე კონტრაქტი გააფორმა. მისი ღირებულება 358 მილიონი დოლარია - 2.39  მილიონი ერთ ტანკზე. კონტრაქტი სწორედ კარგად ნაცნობი M1A1-ის მოდერნიზაციას ეხება.