მნიშვნელოვანი სიახლეები
რაკეტა YJ-83K-ის პირველი გაშვება გამანადგურებელ J-15-დან ვიდეოზე გადაიღეს (+ვიდეო)

რაკეტა YJ-83K-ის პირველი გაშვება გამანადგურებელ J-15-დან ვიდეოზე გადაიღეს (+ვიდეო)

სოციალურ ქსელებში გამოჩნდა ვიდეორგოლი, რომელზეც მოდრნიზირებული ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა YJ-83K-ის თვითმფრინავის ბორტიდან გაშვებაა გადაღებული. ხომალდმიზანზე სროლები, საგემბანო გამანადგურებელ J-15-დან (საბჭოთა-რუსული სუ-33-ის ჩინური ასლი) განხორციელდა, რომელიც ავიამზიდ „ლიაონინიდან“ (საბჭოთა კავშირში დაუსრულებელი ავიამზიდი კრეისერი „ვარიაგი“) აფრინდა.

ჩინური პრესის მონაცემებით, სწავლებების დროს მოდერნიზირებული რაკეტა YJ-83 გამოიყენეს, რომელსაც დამიზნების ახალი სისტემა გააჩნია.

 ეს რაკეტა პირველად 1999 წელს აჩვენეს. მას შემდეგ უფრო ეკონომიური ძრავის გამოყენების შედეგად მისი მოქმედების რადიუსი 180 კილომეტრამდე გაიზარდა, რამაც საავიაციო ვერსია KD-88-სათვის ეს  მანძილი 250 კილომეტრამდე გახადა. რაკეტის საბრძოლო ნაწილის წონა 185 კილოგრამია.