მნიშვნელოვანი სიახლეები
რაკეტის გაშვების შემდეგ აშშ-მ ირანს ახალი სანქციები დაუწესა

რაკეტის გაშვების შემდეგ აშშ-მ ირანს ახალი სანქციები დაუწესა

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ირანის 12 კომპანიას და 13 კერძო პირს სანქციები დაუწესა. მიზეზი ბალისტიკური რაკეტის გამოცდა გახდა.

ამერიკის ხაზინის განცხადებით სანქციებში მოყოლილი ზოგი ადამიანი და ორგანიზაცია გაერთიანებულ არაბულ ემირატებსა, ლიბანსა და ყატარში ბაზირებს.

1 თებერვალს ირანმა დაადასტურა, რომ ქვეყანამ საშუალო სიშორის ბალისტკური რაკეტის გამოცდა ჩაატარა. ამასთან განაცხადა, რომ ეს მსოფლიოს ქვეყნებთან  ბირთვული შეთანხმების დარღვევა არ არის.

ამის შემდგომ ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ ფლინმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა თეირანი ოფიციალურად გააფრთხილა.

თავად პრეზიდენტმა  ტრამპმა „ტვიტერში“ დაწერა: ირანი ცეცხლს ეთამაშება. ისინი არ აფასებენ პრეზიდენტ ობამას სიკეთეს. ის კეთილი იყო,  მე არა!“

 ტრამპმა ირანთან ბირთვულ  შეთანხმებას  კატასტროფა უწოდა და განაცხადა, რომ აშშ შეიძლება გამოვიდეს ამ შეთანხმებიდან.