მნიშვნელოვანი სიახლეები
რამდენად უხმაუროდ დაფრინავს  უჩინარი ბომბდამშენი? (+ვიდეო)

რამდენად უხმაუროდ დაფრინავს უჩინარი ბომბდამშენი? (+ვიდეო)

სტელს-ბომბდამშენი B-2 Spirit-ი შემცირებული რადარული ხილვადობის ტექნოლოგიით შექმნეს, რომელიც მის ინფრაწითელ სიგნატურას ნიღბავს და რადარით მის აღმოჩენას ართულებს. ამასთან ერთად ეს თვითმფრინავი ფრენისას  ძლიერ დაბალ ხმას გამოსცემს. თუ რამდენად მცირეს, ამას ვიდეოდან შეიტყობთ.

 მართალია ოთხი ტურბორეაქტიული ძრავიდან თვითოეული 17 000 გირვანქის წევას ავითარებს, მაგრამ ისინი ფრთის ზემოთა ნაწილში არიან მოთავსებულები, რაც საკმაოდ ახშობს მათ ხმას.

თუკი ოდესმე სამხედრო თვითმფრინავის ფრენას შესწრებიხართ, მაშინ გეცოდინებათ, რომ მისი ხმა ისეთივე შთამბეჭდავია, როგორც თვით თვითმფრინავი. ამ ბომბდამშენის ხმა  კი თავიდან პრაქტიკულად საერთოდ არ ისმის, ხოლო როცა თავზე გადაგიფრენთ თქვენ მის ღუღუნში საუბრის გაგრძელებას თავისუფლად შეძლებთ.

 B-2 ფარული ოპერაციებისათვის შეიქმნა, მაგრამ მისი უცნაური გეომეტრიული ფორმა და შედარებით დაბალი ხმა, ცოტათი ნერვიულობის და განგაშის გრძნობას მაინც იწვევს.