მნიშვნელოვანი სიახლეები
რატომ ჩაიძირა МиГ-29 „კუზნეცოვიდან“?

რატომ ჩაიძირა МиГ-29 „კუზნეცოვიდან“?

რუსულმა საგემბანო სასწავლო-საბრძოლო გამანადგურებელმა МиГ-29КР (სხვა ვერსიით - МиГ-29КУБР) ხმელთაშუა ზღვაში დაჯდომისას ავარია განიცადა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ვერსიით თვითმფრინავს ავარიისას სიჩქარე უკვე შემცირებული ჰქონდა და გლისადაზე (ფრენის დასაჯდომი ტრაექტორია) იმყოფებოდა.

სავარჯიშო ფრენისას ტექნიკის გაუმართაობის შედეგად დაჯდომისას, ავიამზიდ კრეისერ „ადმირალ კუზნეცოვამდე“ რამდენიმე კილომეტრის სიახლოვეს საგემბანო გამანადგურებელ МиГ-29К-ს ავარია შეემთხვა“, - აცხადებს უწყება.

 ინციდენტის მიზეზების შესახებ არაფერს ამბობენ, მაგრამ ავიაციაში როგორც წესი ან ტექნიკის გაუმართაობა ანდა პილოტის შეცდომაა ავარიის მიზეზი.

 რუსული გამანადგურებლის ჩამოვარდნისას არც ერთი და არც მეორე მიზეზის უგულებელყოფა არ შეიძლება - გამანადგურებელი МиГ-29КУБР, ისევე როგორც მისი მეორე მოდიფიკაცია МиГ-29КР, ჯერ კიდევ არაა ბოლომდე გამოცდილი,  ხოლო რუსეთის საგემბანო ავიაციის მფრინავების მომზადება ახლახანს დაიწყეს.

 ამ კონკრეტულ შემთხვევაში ასევე არ შეიძლება თავად  ავიამზიდ „ადმირალ კუზნეცოვზე“  გაუმართაობის გამორიცხვაც - დაჯდომისას ხომალდის სისტემები პილოტს თვითმფრინავის მართვაში „ეხმარებიან“.

რუსეთის  თავდაცვის სამინისტრო მფრინავის გამოცდილების შესახებ არაფერს იუწყება. მან კატაპულტირება მოახერხა და მისი გადარჩენა შეძლეს. გამანადგურებელი МиГ-29КР ორ ადგილიანი თვითმფრინავია, მაგრამ კატასტროფის დროს მასში მხოლოდ ეკიპაჟის ერთი წევრი  იჯდა. აშშ-ში მსგავსი მფრინავის მომზადებას დაახლოებით ორი წელი სჭირდება.