მნიშვნელოვანი სიახლეები
რატომ შეუკვეთა აშშ-ს სპეცრაზმმა რუსული ტყვიამფრქვევები

რატომ შეუკვეთა აშშ-ს სპეცრაზმმა რუსული ტყვიამფრქვევები

აშშ-ს სპეცოპერაციების სარდლობამ  (USSOCOM) ამერიკულ კომპანიებს მიმართა წინადადებით უცხოური იარაღის წარმოების გეგმა წარმოადგინონ. თანაც  უცხოური იარაღის წარმოება აშშ-ში რუსული იარაღით დაიწყება.

 ამერიკულმა ჟურნალმა The National Interest-მა პოპულარულად ახსნა თუ რაში სჭირდება USSOCOM-ს რუსული იარაღი. საქმე იმაშია,რომ სირიასა და ერაყში  კონფლიქტისას ძირითადათ საბჭოურ და რუსულ იარაღს იყენებენ, შესაბამისად ამერიკული მხარე იძულებული შეიქნა თავისი მომხრე დაჯგუფებებისათვის საბჭოური იარაღი შეეძინა.

 მაგრამ USSOCOM-სათვისუფრო მისაღები ამერიკული საწარმოების მიერ ფსევდორუსული იარაღის წარმოება გახდა. ამასთან ასლები ორიგინალზე ნაკლები ხარისხის არ უნდა იყოს. კერძოდ სპეცოპერაციების სარდლობა დაინტერესებულია 7,62 მმ კალიბრის პკმ-ის და 12,7 მილიმეტრი კალიბრის „უტიოსის“ შესაძლო წარმოებით. ამ შეთავაზებით დაინტერესებულმა კომპანიებმა ხუთი ფუნქციონალური პროტოტიპი უნდა წარმოადგინონ.

 ამასთან USSOCOM თავად არანაირ ნახაზებს და დოკუმენტებს არ იძლევა. მთელი წარმოება, დაწყებული ტექნიკური დოკუმენტაციის შექმნით და ნედლეულის შეძენით დამთავრებული, თავად კომპანიების საფიქრელია.

 კომპანიებმა არა მხოლოდ იარაღი, არამედ მისი სათადარიგო ნაწილებიც უნდა გამოუშვან, თანაც რაც ყველაზე მნიშვნელოვანია:  მთელი წარმოება აუცილებლად აშშ-ს ტერიტორიაზე უნდა იყოს თავმოყრილი.

ამასთან ჩნდება სავსებით კანონიერი კითხვა: როგორ გადაწყდება საავტორო უფლებების საკითხი? რუსული იარაღის წარმოება შესაბამისი ლიცენზიის გარეშე ხომ ჩვეულებრივ პირატობასთან იქნება გაიგივებული?