მნიშვნელოვანი სიახლეები
Ripcord – იარაღის ლულის საწმენდი ხელსაწყო Otis Technology-სგან (+ვიდეო)

Ripcord – იარაღის ლულის საწმენდი ხელსაწყო Otis Technology-სგან (+ვიდეო)

კომპანია Otis Technology-ის პროდუქციაში არის ერთი საინტერესო ხელსაწყო  - Ripcord, რომლის მეშვეობითაც თქვენი საყვარელი იარაღის ლულის სწრაფი გაწმენდა შეიძლება.

 გარედან Ripcord ცეცხლგამძლე მასალა Nomex-ითაა დაფარული, რომელიც 371 გრადუსამდე ტემპერატურას უძლებს. შიგნით კი სიხისტისათვის რეზინიანი პლასტიკის კაბელია ჩადებული.

Ripcord  გამოდგება 12 და 20 კალიბრის თოფებისათვის, ასევე შემდეგი კალიბრის პისტოლეტებისა და შაშხანებისათვის: .17, .22, .223, .243, .257, .264, .270, .30, .338, 9მმ, .40, .45 და .50.