მნიშვნელოვანი სიახლეები
რობონავების გუნდი: ამოცნობა, ალყაში მოქცევა, გაუვნებელყოფა (+ვიდეო)

რობონავების გუნდი: ამოცნობა, ალყაში მოქცევა, გაუვნებელყოფა (+ვიდეო)

აშშ-ს სამხედრო საზღვაო ფლოტის სამხედრო-საზღვაო კვლევების სამმართველომ უპილოტო ნავების შესაძლებლობების დემონსტრირება მოახდინა. ნავებმა ადამიან-ოპერატორებისგან დამოუკიდებლად ნავსადგური მოწინააღმდეგის შემოჭრისგან უნდა დაიცვან და ამით მეზღვაურები პატრულირების მძიმე სამუშაოსგან გაანთავისუფლონ.

 პროექტის სახელია „გუნდი-2“ და ნავსადგურების პატრულირებისას მცირე ზომის ავტონომიურ საპატრულო კატარღებს იყენებს. ოთხ უპილოტოს ერთობლივი ძალებით უცნობი ხომალდის ალყაში მოქცევა, იდენტიფიცირება და „საჭირო ზომების მიღება“ შეუძლიათ. ანუ ამოცნობის შემდეგ ან თავს დაანებებენ, ანდა „სხვა რაიმეს მოიმოქმედებენ“.  ჯერჯერობით კატარღები შეიარაღებულები არ არიან.

 ავტონომიური გუნდური სისტემა პირველად 2014 წელს გამოსცადეს, როცა გუნდი ხომალდის სიმულაციას მოწინააღმდეგის სიმულაციაისგან იცავდა. ფლოტში იმედი აქვთ, რომ დროთა განმავლობაში ავტონომიური კატარღები თანხლების, მასალების მიტანის, ნაღმებისგან აკვატორიის გაწმენდის და დანაღმვის მისიების შესრულებას შეძლებენ.

 ამ გუნდში ორი საკვანძო ტექნოლოგიაა გაერთიანებული. ჯერ ერთი ოთხი კატარღა ერთმანეთში ვითარევის შესახებ ინფორმაციას ცვლის  და მეორე, კატარღები კოლექტიურად იღებენ გადაწყვეტილებებს.  პორტატული მოწყობილობა სახელად CARACaS (საკონტროლო არქიტექტურა რობობრძანებებისა და აღქმისათვის) შეიძლება ნებისმიერ  ნავზე დაყენდეს, რის  შემდეგაც იგი გუნდის სრულფასოვანი წევრი გახდება. დრო გვიჩვენებს ამგვარი სისტემების მომავალ შესაძლებლობებს.