მნიშვნელოვანი სიახლეები
როგორ ეძებენ ოკეანეში წყალქვეშა ნავებს?

როგორ ეძებენ ოკეანეში წყალქვეშა ნავებს?

როგორ ვიპოვოთ ოკეანეში მოწინააღმდეგის ჩუმად მოძრავი, ულტრაბგერითი რადარებისათვის უხილავი წყალქვეშა ნავები?  შესაძლოა იმ მაგნიტური ველით, რომელსაც ისინი ტალღებში წარმოქმნიან.

წყალქვესა ნავები ემალებიან მათ აღმომჩენ სისტემებს, რომლებიც მუდმივად უმჯობესდება. წყალქვეშა ნავებზე მგრძნობიარე ექოლოკატორებით ნადირობენ. მაგრამ თანამედროვე ნავები იმდენად ჩუმად მოძრაობენ, რომ ზოგჯერ ექოლოკატორი მათ ვერ გრძნობს.

 ამგვარ წყნარ წყალქვეშა ნავებზე „მაგნიტური ანომალიების“ დეტექტორებით ნადირობენ. ამ ანომალიებს წყალქვეშ მოძრავი სუბმარინების ლითონი სკორპუსები ქმნიან. მაგრამ ანომალიების დაფიქსირება მხოლოდ ნავიდან რამდენიმე ასეულ მეტრზე ხერხდება, ეს კი ძლიერ ცოტაა.

 წყალქვეშა ნადირობაში უკანასკნელ სიტყვას ლოკატორები წარმოადგენენ, რომელთა მუშაობა დებაის ეფექტს  ეფუძნება. ზღვის წყალი ეს ხსნარია, რომელშიც ქლორისა და სულფატის იონების დიდი შემცველობაა. წყლის სიღრმესი მოძრაობისას წყალქვეშა ნავი ამ იონებისგან ნაწილების თანაბრობას არღვევს, თანაც უფრო მძიმე სულფატ-იონები უფრო შორს გაიბნევიან, ვიდრე მსუბუქი ქლორისა. ეს იონების უთანაბრო განაწილება მცირე ხნით ელექტრულ მუხტს ქმნის, რომელიც თავის მხრივ მაგნიტურ ველს წარმოშობს.

პეტერ დებაიმ ეს ეფექტი 1933 წელს აღმოაჩინა, მაგრამ აქამდე ითვლებოდა, რომ ამ ეფექტით წარმოქმნილი მაგნიტური ველი ძლიერ სუსტი იყო. მაგრამ როგორც აღმოჩნდა წყალქვესა ნავის მიერ წარმოქმნილი ტალღის მაგნიტური ველი უფრო ძლიერი იყო, ვიდრე ლითონის კორპუსის მიერ წაროქმნილი ველი, შესაბამისად მისი გამოყენება წყალქვეშა ნავების ოკეანეში აღმოსაჩენად სავსებით შესაძლებელი იყო.

 ეს განსაკუთრებით აქტუალური გახდა ამ ბოლო წლებში, როცა ზემაღალი მგრძნობიარობის მაგნიტომეტრები - SQUID-ები გამოჩნდნენ. ბრიტანული და ამერიკული წყალქვეშა  ნავების ბოლო თაობა იმდენად ჩუმადმავალი იქნება, რომ მათ ვერცერთი ულტრაბგერაზე მომუშავე მოწყობილობა ვერ აღმოაჩენს. მაგრამ ტალღები და მაგნიტური ველი მათ არსებობას მაინც გასცემს.