მნიშვნელოვანი სიახლეები
როგორაა მოწყობილი ხელთათმან-პისტოლეტი? (+ვიდეო)

როგორაა მოწყობილი ხელთათმან-პისტოლეტი? (+ვიდეო)

ძნელი დასაჯერებელია, რომ ხელთათმან-პისტოლეტი რომელსაც ასე წარმატებით იყენებემ ქვენტინ ტარანტინოს ფილმის „უსახელო ნაბიჭვრების“ გმირები, მართლაც იყო ამერიკის არმიის შეიარაღებაში, თუმცა კი მცირე რაოდენობით დაამზადეს.

იარაღი აშშ-ს სამხედრო საზღვაო ძალების სპეცდანიშნულების რაზმების მებრძოლებისათვის იყო გამოზნული. მას ფილადელფიური კომპანია Sedgley უშვებდა. იდეაში Sedgley OSS .38 საკმაოდ მარტივი კონსტრუქციის ერთ ვაზნიანი, 9 მილიმეტრიანი პისტოლეტი იყო.

როცა მისი მფლობელი პისტოლეტიან სქელ ტყავის ხელთათმანს მომუჭავდა, სასხლეტი მექანიზმის როლის შემსრულებელი დგუში თითების წინ გამოდიოდა. გასროლის მოსახდენად ვიღაცისთვის ან რაღაცისთვის ხელთათმან-პისტოლეტიანი ხელი უნდა მოგერტყათ: დგუში შეიწეოდა და გასროლა ხდებოდა.

მეორე მსოფლიო ომის წლებში ამერიკელებმა 52-დან 200-მდე ხელთათმან-პისტოლეტი Sedgley OSS .38 დაამზადეს.