მნიშვნელოვანი სიახლეები
როგორი იქნება მომავლის რუსი ჯარისკაცი? (+ვიდეო)

როგორი იქნება მომავლის რუსი ჯარისკაცი? (+ვიდეო)

ზუსტი მანქანათმშენებლობის ცენტრალურმა სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტმა რუსი ჯარისკაცის პერსპექტიული ეკიპირების ჩვენება მოაწყო.

 ამ კვლევით ინსტიტუტშია შექმნილი საბრძოლო ეკიპირება „რატნიკი“ და „რატნიკი-2“, მაგრამ ამჯერად მათ რაღაც სრულიად ახალი მოიფიქრეს.

საბრძოლო ეკიპირება თავის თავში მოიცავს ტიტანის ეკზოჩონჩხს, რომელიც ფიზიკურ ძალასა და  გამძლეობას საგრძნობლად ზრდის, ქერცლებიან ჯავშანჟილეტს, კამუფლირებულ ფორმას, რომლის ფერიც ამინდის მიხედვით გადაეწყობა, ბრონირებული ჩაფხუტი ფარნით, დისპლეითა და ღამის ხედვის ხელსაწყოთი, ასევე ფეხსაცმელს, რომელსაც ასაფეთქებელი ნივთიერების გადამწოდები ექნება.

უცხოელმა სპეციალისტებმა ახალი ეკიპირება ფანტასტიკური საგა „ვარსკვლავური ომების“ მოიერიშეთა კოსტუმებს შეადარეს. თუმცა ზოგს მიაჩნია, რომ ფორმა „რობოკოპს“ უფრო მიაგავს.