მნიშვნელოვანი სიახლეები
რუსეთი სარაკეტო კომპლექს „სარმატს“ შეიარაღებაში 2018 წელს მიიღებს

რუსეთი სარაკეტო კომპლექს „სარმატს“ შეიარაღებაში 2018 წელს მიიღებს

კრასნოიარსკის მანქანათმშენებელი ქარხანა მზადაა თხევადსაწვავიანი, მძიმე, მრავალსაფეხურიანი, ბალისტიკური რაკეტა „სარმატის“ წარმოება დაიწყოს. მან უნდა შეცვალოს რაკეტა „ვოევოდა“, რომელიც აგერ უკვე 25 წელია რუსეთის სტრატეგიული შეიარაღების, შახტური ბაზირების, ბირთვული შეიარაღების დაჯგუფების ბირთვს შეადგენს.

 მართალია კომპლექსის შესახებ ყველა მონაცემი გასაიდუმლოებულია, მაგრამ როგორც იძახიან „სარმატი“ თავისი გაბარიტებით რაკეტა Р-36М2-ს შეესაბამება და ამიტომაც  მისი გაშვება იმავე შახტებიდან შეიძლება, საიდანაც „ვოევოდას“ უშვებდნენ. მძიმე რაკეტები იმისათვის არის საჭირო, რომ პოტენციური მოწინააღმდეგის უკვე არსებული და პერსპექტიული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებს დაუძვრეს და მიზანი გარანტირებულად გაანადგუროს. ახლა შეიარაღებაში არსებული რაკეტა „ვოევოდა“ თითქმის 200 ტონას იწონის და მას მეორე ნახევარსფეროში ათი ბირთვული ქობინის მიტანა შეუძლია.

 მისგან განსხვავებით „სარმატი“ თითქმის ორჯერ უფრო მსუბუქია და კიდევ უფრო ეფექტურია. მას 11 ათას კილომეტრზე მეტ მანძილზე შუძლია ფრენა. ამას გარდა მას ქობინების არა მხოლოდ ოპტიმალური, არამედ მოულოდნელი ტრაექტორიითაც შეუძლია მიიტანოს. კერძოდ პერსპექტიულად ითვლება მარშრუტი ჩრდილო პოლუსის გავლით. „სარმატს“ კი სამხრეთ პოლუსის გავლითაც შეუძლია ბირთვული იარაღის მიტანა.