მნიშვნელოვანი სიახლეები
რუსეთი თურქეთს საზენიტო კომპლექს С-400-ს მიაწვდის

რუსეთი თურქეთს საზენიტო კომპლექს С-400-ს მიაწვდის

თურქეთმა და რუსეთმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას საზენიტო-სარაკეტო კომპლექს С-400-ის მიწოდების შესახებ. ამის შესახებ პრეზიდენტმა რეჯებ ტეიპ ერდოღანმა პრესასთან საუბარში განაცხადა. ეს ინფორმაცია რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ ვლადიმერ კოჯინმაც დაადასტურა. ეს რუსეთსა და თურქეთს შორის პირველი დიდი გარიგებაა იარაღის საკითხში. თურქეთი 1952 წლიდან ნატოს წევრია.

თურქეთი С-400-ის ორ სისტემას უკვე მომავალი წლიდან მიიღებს, კიდევ ორს კი მის ტერიტორიაზე ააწყობენ.