მნიშვნელოვანი სიახლეები
რუსეთის არმია შეიარაღებაში "გიურზას" მიიღებს (+ვიდეო)

რუსეთის არმია შეიარაღებაში "გიურზას" მიიღებს (+ვიდეო)

რუსეთის არმიის შეიარაღებაში მალე მძლავრ პისტოლეტს "გიურზას" ვიხილავთ.

პისტოლეტი  СР-1 "ვექტორი" იგივე "გიურზა" კონსტრუქტორ პეტრე სერდიუკოვის შექმნილია. იგი 9 მმ კალიბრის იარაღებში მსოფლიოში ყველაზე ძლიერია.  ამ იარაღმა რუსეთის არმიაში "მაკაროვი" უნდა შეცვალოს.

 "გიურზას" შექმნა იმ ვითარებითაა განპირობებული, რომ მსოფლიოს არმიებში ინდივიდუალური დაცვის საშუალებები საკმაოდ ფართოდ გავრცელდა. შესაბამისად საჭირო გახდა ისეთი პისტოლეტის შექმნა, რომელიც ამ საშუალებებს გახვრიტავდა.

სპეცსამსახურების მეომრებს ამ იარაღში პირველ რიგში ძლიერი ვაზნა მოსწონთ. ახალი 9х21 მმ-იანი ვაზნას  მძიმე ტყვიის ხარჯზე მომატებული საბრძოლო მახასიათებლები აქვს.მას 6 მმ-იანი ფოლადის ფურცლის ანდა 30 ფენა კევლარისგახვრეტა შეუძლია.