მნიშვნელოვანი სიახლეები
რუსეთში ახალი ატომური წყალქვეშა ნავი „ყაზანი“ წყალში ჩაუშვეს

რუსეთში ახალი ატომური წყალქვეშა ნავი „ყაზანი“ წყალში ჩაუშვეს

სევეროდვინსკის „სევმაშის“ ხომალდმშენებლებბმა პროექტ 885М - „იასენ-М“-ის ტიპის ახალი ატომური წყალქვეშა ნავის, „ყაზანის“  წყალში ჩაშვების შესახებ განაცხადეს.

2020 წლისათვის  რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტისათვის კიდევ შვიდი ამავე ტიპის წყალქვესა ნავის აგება იგეგმება. მათ შორის ექვსი, ისევე როგორც „ყაზანი“, მოდერნიზირებული პროექტ 885М-ს განეკუთვნება. „ყაზანის“ აგება 2009 წელს დაიწყეს. ამ სერიის სათაო ხომალდი „სევეროდვინსკი“ სამხედრო საზღვაო ფლოტს 2014 წლის 17 ივნისს გადაეცა.

 „იასენის“ ტიპის ატომური წყალქვეშა ნავები სანკ-პეტერბურგის მანქანათმშენებლობის საზღვაო ბიუროს „მალაქიტის“ დაპროექტებულია. წყალქვეშა ნავების მთავარ შეიარაღებას „კალიბრის“ ანდა „ონიქსის“ სარაკეტო კომპლექსები შეადგენენ. მათ ასევე სატორპედო და სანაღმე შეიარაღებაც აქვთ.