მნიშვნელოვანი სიახლეები
რუსი სამხედროები „უჩინმაჩინის ლაბადას“ მიიღებენ

რუსი სამხედროები „უჩინმაჩინის ლაბადას“ მიიღებენ

პერსპექტიული კვლევების ფონდის განცხადებით რუსეთის მრეწველობა უნიკალური „უჩინმაჩინის ლაბადის“ სერიულ წარმოებას იწყებს.

რუსმა მეცნიერებმა შექმნეს მემბრანა, რომელიც ადამიანს უწვრილესი ნაწილაკებისგან, მათ შორის ვირუსებისგანაც იცავს და იმავდროულად ნაკლებ შესამჩნევს ხდის.

 ეს მემბრანა  წყალგაუმტარია, მაგრამ  ორთქლსა და ჰაერს თავისუფლად ატარებს. იგი არა მხოლოდ წყალგაუმტარია, არამედ  10 მეტრიანი წყლის სვეტის წონასაც უძლებს. ამ მემბრანის დამზადება 50-500 ნანომეტრის სისქის პოლიმერული ძაფების ელექტროფორმირების მეთოდის გამოყენებით მიიღწევა.

 ახალ  ტექნოლოგიას პირველ რიგში თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროს საჭიროებისათვის გამოიყენებენ. უკვე შემდეგ კი ჯერი სპორტის ექსტრემალურ სახეობების ეკიპირებაზეც მიდგება. ახალი მემბრანისგან შექმნილი ლაბადები უწყებებს გამოსაცდელად უკვე გადაეცათ.