მნიშვნელოვანი სიახლეები
რუსულ ბირთვულ მატარებელს 2019 წელს გამოცდიან

რუსულ ბირთვულ მატარებელს 2019 წელს გამოცდიან

როგორც იუწყებიან რუსული პერსპექტიული  სარკინიგზო სარაკეტო კომპლექს „ბარგუზინის“ გამოცდა, რომელიც ამ წლისათვის იყო გათვალისწინებული, ორი წლით გადაიდო.

საბჭოური კომპლექსი „მოლოდეცი“ 2005 წელს მოხსნეს შეიარაღებიდან, როგორც ეს შეიარაღების შემცირების შესახებ ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. ახალი ხელშეკრულება მსგავსი სარაკეტო კომპლექსების შექმნას არ კრძალავს, ამიტომაც რუსეთის ფედერაციამ გადაწყვიტა სარკინიგზო მობილური სარაკეტო კომპლექსი შეექმნა.

როგორც აცხადებენ, ახალი სისტემა „ბარგუზინი“ საბჭოურზე როგორც რაკეტის სიზუსტით, ისე ფრენის სიშორით და სხვა მახასიათებლებით უკეთესი იქნება.

„ბარგუზინის“ პირველი გამოცდა გასული წლის ნოემბერში ჩატარდა, რომლის დროსაც რაკეტის გაშვებისათვის მზადება, გასაშვები მოწყობილობები და დანადგარები შეამოწმეს. ახალი რაკეტა მყარსაწვავიანი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის РС-24-ის ბაზაზე (სარაკეტო კომპლექსი „იარსი“) იქმნება. მისმა მასამ ბირთვული მატარებლისათვის 47 ტონას არ უნდა გადააჭარბოს.

 ახალი რაკეტის საფრენ-საკონსტრუქტორო გამოცდები წელს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ 2019 წლისათვის გადაიტანეს