მნიშვნელოვანი სიახლეები
საფრანგეთის არმია შეიარაღებაზე შაშხანა H&K416-ს მიიღებს (+ვიდეო)

საფრანგეთის არმია შეიარაღებაზე შაშხანა H&K416-ს მიიღებს (+ვიდეო)

ცოტა ხნის წინათ საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრომ შეიარაღებაზე არსებული ბულპაპ-შაშხანა FAMAS-ის შესაცვლელად ტენდერი გამოაცხადა.

როგორც ცნობილი გახდა კონკურსში 5,56 კალიბრის შაშხანა Heckler&Koch 416-მა გაიმარჯვა. ტენდერში ასევე მონაწილეობდნენ: Beretta ARX 160,Sig Sauer MCX, HS Produkt VHS-2 და FN Herstal SCAR.

 HK416-ი აშშ-ს არმიის შეიარაღებაში მყოფი კარაბინ М4-ის ბაზაზე შეიქმნა. გერმანული შაშხანას ამერიკულისგან გადატენვის მექანიზმით განსხვავდება - HK416-ში შაშხანა -ისგან „ნასესხები“ გადატენვის სქემა აქვს.

HK416 204 წლიდან იწარმოება და რამდენიმე მოდიფიკაციით გამოდის. სამოქალაქო ბაზრისათვის მის  ნახევრადავტომატურ ვარიანტსაც უშვებენ.

 შაშხანა HK416 საფრანგეთის არმიას უკვე აქვს შეიარაღებაში, მაგრამ მას სპეცდანიშნულების რაზმები იყენებენ. თუ ტენდერის შედეგებს არავინ გაასაჩივრებს, მაშინ კომპანია Heckler&Koch 90 ათასი შაშხანის მიწოდებაზე კონტრაქტს მიიღებს.