მნიშვნელოვანი სიახლეები
საფრანგეთის უცხოური ლეგიონის ქვეითთა საბრძოლო მანქანაზე წარწერა „ნა ბერლინ“ (ბერლინისაკენ) გაჩნდა

საფრანგეთის უცხოური ლეგიონის ქვეითთა საბრძოლო მანქანაზე წარწერა „ნა ბერლინ“ (ბერლინისაკენ) გაჩნდა

საფრანგეთის უცხოური ლეგიონის მეორე პოლკის საიტზე უცნაური ფოტო გაჩნდა. საფრანგეთის უცხოური ლეგიონი საფრანგეთის შეიარაღებული ძალებს განეკუთვნება, მაგრამ ძირითადათ უცხოელებისგან კომპლექტდება.

ფრანგულ ქვეითთა საბრძოლო მანქნა VBCI-ს რუსულ ენაზე შესრულებული წარწერა ამშვენებს - წარწერა „ნა ბერლინ“ (ბერლინისაკენ). ამგვარი წარწერები რუსულ ტანკებს მეორე მსოფლიო ომის დროს ამშვენებდათ. სავარაუდოთ იგი რუსულენოვანმა ლეგიონერმა შეასრულა. არაა გამორიცხული, რომ ფრანგები წარწერის შინაარსის აზრზეც არ იყვნენ.

საიტის ინფორმაციის მიხედვით ქსმ სავარჯიშო ცენტრში ორკვირიან სწავლებაში იღებდა მონაწილეობას. საიტი ასევე აღნიშნავს, რომ სწავლებისას ლეგიონერებმა მაღალი საბრძოლო შემართება და გამძლეობა გამოავლინა. ისინი თავიანთი დევიზის, „იყავი მზად“, ერთგულები აღმოჩნდნენ.

ამ დევიზის და რუსულენოვან წარწერის ერთიანობა კი საკმაოდ კურიოზულ და ორაზროვან შეგრძნებებს ბადებს.

 ცნობისათვის: VBCI-ის მასა 19 ტონას შეადგენს. მისი ეკიპაჟი სამი ადამიანისგან შედგება. მას რვა კაციანი დესანტის გადაყვანა შეუძლია. გზატკეცილზე სიჩქარე 100 კმ/სთ-ს აღწევს. ქსმ-ს შეიარაღებაზე 25 მმ-იანი ქვემეხი GIAT M811 და მასთან შეწყვილებული 7,62 მმ-იანი ტყვიამფრქვევია.