მნიშვნელოვანი სიახლეები
სამხედრო წვრთნები Agile Spirit 2017 წლის 3 სექტემბერს დაიწყება

სამხედრო წვრთნები Agile Spirit 2017 წლის 3 სექტემბერს დაიწყება

წინა თვეში საქართველოში წარმატებით დასრულდა ნატოს ეგიდით გამართული სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი 2017“. ახლა კი ცნობნილი ხდება რომ 3 -დან 11 სექტემბრამდე საქართველი უკვე მრავალეროვანი სამხედრო წვრთნები Agile Spirit 2017-ს უმასპინძლებს. ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ეს წვრთნები 31 აგვისტოს უნდა დაწყებულიყო  და 11 სექტემბერს დასრულებულიყო. თუმცა ახლა ეს თარიღი შეიცვალა. როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საიტი იუწყება სწავლება ორფოლოს პოლიგონზე (სამცხე-ჯავახეთის რეგიონი) დაიწყება, რომლის მიზანია ქართული სამხედროების აშშ-ის და სხვა ქვეყნების სამხედრო კოლეგებთან მზადება კრიზისებზე რეაგირების საკითხებში. წვრთნების დროს ნავარაუდევია საველე და საშტაბო ფაზები სახმელეთო ქვეითების მონაწილებით, რომლიუს სცენარიც შეტევით და თავდაცვითი ოპერაციების სტაბილურობას ითვალისწინებს.

ამ სწავლებაში ქართველი და აშშ-ის სამხედროთა გარდა მონაწილეობას მიიღებენ ასევე ბულგარელი. ლატვიელი, რუმინელი, უკრაინელი და სომეხი მებრძოლები.

შეგახსენებთ, რომ ეს წვრთნები 2011 წლიდან ყოველწლიურად ტარდება, რაც საქართველოს აშშ-ისა და ნატოს თანამშრომლობის ერთ-ერთ კომპონენტს შეადგენს. სხვათა შორის, ამ წვრთნების ფარგლებში ქართველი სამხედროები მომზადებას გადიან საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწი;ლეობის მიზნით. ბოლოს მსგავსი წვრთნები 2016 წლის სექტემბერში ჩატარდა.

 

დუტუ ფარანჯია