მნიშვნელოვანი სიახლეები
სამხრეთ კორეის არმია  ტანკსაწინააღმდეგო კომპლექს Hyeongung-ს მიიღებს

სამხრეთ კორეის არმია ტანკსაწინააღმდეგო კომპლექს Hyeongung-ს მიიღებს

კომპანია LIG Nex1 ახალი ტანკსაწინააღმდეგო კომპლექს Hyeongung-ის (საექსპორტო სახელი - Raybolt ) შექმნა დაასრულა და ამ წელს სამხრეთ კორეის არმიისათვის მის მიწოდებას დაიწყებს.

ახალი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსის ფინალური გამოცდები 1 ივნის დასრულდა და სამხრეთ კორეის არმიასთან არსებულმა თავდაცვითი შესწყიდვების პროგრამის ადმინისტრაციამ (DAPA, Defense Acquisition Program Administration)  ისინი წარმატებულად სცნო. სამხრეთ კორეაში Raybolt სრულ სამამულო ნაწარმს უწოდებენ - რაკეტა და მისი გასაშვები მოწყობილობა 95%-ით ადგილობრივი დეტალებისგან არის დამზადებული.

სამხრეთ კორეული ტანკსაწინააღმდეგო სისტემის შექმნაზე თითქმის 10 წელი დაიხარჯა - სამხედრო უწყებასა და კომპანია LIG Nex1-ს შორის კონტრაქტს ხელი 2007 წელს მოეწერა.

ხელშეკრულების მიხედვით დამპროექტებელს ისეთი ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსი უნდა შეექმნა, რომელიც მძიმე ჯავშნიან ტექნიკას „გაისროლე და დაივიწყეს“ პრინციპით გაანადგურებდა. იგი იმავე დროს იმდენათ მსუბუქი უნდა ყოფილიყო, რომ ერთ ჯარისკაცს გადაეტანა.