მნიშვნელოვანი სიახლეები
სანკტ-პეტერბურგში ახალი „პირანიების“ გამოშვებას აპირებენ

სანკტ-პეტერბურგში ახალი „პირანიების“ გამოშვებას აპირებენ

სანკტ-პეტერბურგის მანქანათმშენებლობის საზღვაო ბიურო „მალახიტი“ მცირე ზომის წყალქვეშა ნავ „პირანიების“ განახლებული ვერსიის გამოშვებას აპირებს. მათი წყალწყვა 220-დან 950 ტონამდე იქნება.

ახალი „პირანიები“ შეიარაღებაში მოქმედების შორი რადიუსის ფრთოსან რაკეტებს მიიღებენ, მათ შორის „კალიბრს“. ასევე აღჭურვილები იქნებიან 400 და 533 მილიმეტრის კალიბრის ტორპედოებით, ნაღმების ფარული განთავსების მოწყობილობებით და მებრძოლი მყვინთავების შლუზებიან კამერებით.

„პირანიას“ ტიპის  მცირე ზომის წყალქვეშა ნავები ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს შეიქმნა, მაგრამ ამ დროისათვის ისინი რუსეთის შეიარაღებაში უკვე აღარ არიან. ამის მიუხედავად მათზე მოთხოვნა ჯერ კიდევ არის, განსაკუთრებით ტიტანის კორპუსიანი წყალქვეშა ნავებზე.

 „პირანიების“ მთავარ ღირსებად მცირე სიღრმეებზე მუშაობა ითვლება. ამას გარდა მათ მცირე ეკიპაჟი ჰყავთ და საერთოდ ფასიც ნაკლები აქვთ.