მნიშვნელოვანი სიახლეები
შავ ზღვაში უკრაინისა და ნატოს ერთობლივი წვრთნები მიმდინარეობს

შავ ზღვაში უკრაინისა და ნატოს ერთობლივი წვრთნები მიმდინარეობს

შავ ზღვაში უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალების და ნატოს ნაღმსაწინააღმდეგო ხომალდების ჯგუფის ერთობლივი წვრთნები მიმდინარეობს. მასში მონაწილეობას უკრაინული  ტრალერი „გენიჩესკი“ და ნატოს მუდმივი სამხედრო საზღვაო ნაღმსაწინააღმდეგ ხომალდების შენაერთი იღებს.

 უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, სამხედროები ტრალის უკან ხომალდების გაყვანაში, ტაქტიკურ მანევრირებასა, რადიოკავშირში, ნაღმების აღმოჩენასა და განადგურებაში ივარჯიშებენ.

ნატოს ოთხი ხომალდი - პოლონეთიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან და თურქეთიდან ოდესაში ჯერ კიდევ 17 მარტს ჩავიდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თავის მხრივ ყირიმში შავი ზღვის ფლოტის ხომალდების მონაწილეობით წვრთნები და საბრძოლო სროლები დაიწყო.