მნიშვნელოვანი სიახლეები
შავი ზღვის ცაში აშშ-ს სტრატეგიული უპილოტო მზვერავი აპარატი გამოჩნდა (+ვიდეო)

შავი ზღვის ცაში აშშ-ს სტრატეგიული უპილოტო მზვერავი აპარატი გამოჩნდა (+ვიდეო)

რუსეთის საჰაერო თავდაცვის რადარებმა შავი ზღვის ცაზე ამერიკული უპილოტო მზვერავი  RQ-4 Global Hawk-ი აღმოაჩინეს.

ეს უპილოტო აპარატი, რომელსაც სტრატისფეროში 18 ათასი მეტრის სიმაღლეზე შეუძლია ფრენა, რუსეთის საზღვრების მიმართულებით მიფრინავდა. როგორც რუსი სამხედრო ექსპერტები აღნიშნავენ, ამ ბოლო დროს ამერიკულმა მზვერავებმა რუსეთის საზღვრების გასწვრივ ფრენას მოუხშირეს.

ამერიკული უპილოტო მზვერავის გამოჩენას 9  მაისს შავ ზღვაში მომხდარ ინციდენტს უკავშირებენ: მაშინ რუსულმა Су-30-მა რუსეთის ტერიტორიული წყლების სიახლოვესამერიკული მზვერავი თვითმფრინავი P-8A Poseidon შეამჩნია. რუსულმა გამანადგურებელმა ამერიკული მზვერავისგან სულ რამდენიმე მეტრის დაშორებით ჩაიფრინა.

 ცნობისათვის: RQ-4 Global Hawk-ი სტრატეგიულ სადაზვერვო უპილოტოების კლასს მიეკუთვნება. მას რეაქტიული ძრავა აქვს და 30 საათის განმავლობაში 18 ათასი მეტრის სიმაღლეზე ფრენა შეუძლია. მისი კრეისერული სიჩქარე 575 კმ/სთ-ს შეადგენს. ამას გარდა Global Hawk-ს 1360 კილოგრამამდე ტვირთის წაღებაც შეუძლია, რაც მისი დამრტყმელ უპილოტო საფრენაპარატად გამოყენების საშუალებას იძლევა. ამერიკის არმიის შეიარაღებაზე ამჟამად  42 ამგვარი აპარატი იმყოფება.