მნიშვნელოვანი სიახლეები
შეიარაღებული უპილოტო ქალაქებს ტერორისტებისგან დაიცავს

შეიარაღებული უპილოტო ქალაქებს ტერორისტებისგან დაიცავს

ისრაელის თავდაცვის სამინისტრო ამერიკული კომპანია  Duke Robotics-ისგან კომპაქტული მულტიკოპტერების პარტიის შეძენას აპირებს. ისინი ავტომატებითა და ყუმბარმტყორცნებით იქნებიან შეიარაღებულები.

უპილოტო საფრენი აპარატი TIKAD რვა ხრახნიან მულტიკოპტერს წარმოადგენს, რომელსაც სხვადასხვა შეიარაღების ტარება შეუძლია. დრონს სპეციალური დაკიდების სისტემა გააჩნია, რომელიც დამიზნებით სროლისათვისაა განკუთვნილი. ამას გარდა სისტემა უკუცემის ძალასაც ანეიტრალებს. ოქტოკოპტერი ქალაქების მჭიდროდ დასახლებულ უბნებში  ტერორისტების გასანადგურებლად არის განკუთვნილი.

გამოყენების ადგილას დრონი ავტომობილით გადააქვთ. საჭირო წერტილში ოპერატორი გაუშვებს დრონს და მართავს მის ფრენას. ოქტოკოპტერს ავტოპილოტი, ანდა ხელოვნური ინტელექტი არ გააჩნია, რაც მას საგრძნობლად აიაფებს.

 რაღა თქმა უნდა შეიარაღებული დრონები  პროფესიონალ მებრძოლებს ვერ შეცვლიან, მაგრამ ანტიტერორისტულ ღონისძიებას საგრძნობლად გაამარტივებენ. ამასთან ტერორისტის აღმოჩენასა და მის განადგურებას შორის დრო საგრძნობლად შემცირდება.