მნიშვნელოვანი სიახლეები
შტორმის დროს ვერტმფრენის ხომალდზე დაფრენა (+ვიდეო)

შტორმის დროს ვერტმფრენის ხომალდზე დაფრენა (+ვიდეო)

ვერტმფრენის მოედანი მცირე ზომისაა, ტალღები კი დიდია. ხომალდიც ბოლომდე ვერ შეაჩერებს სვლას - სახიფათოა. ასეთ პირობებში დანიელი მფრინავები მშვიდად ჯდებიან გემბანზე. ამერიკული  ნავსაწინააღმდეგო ვერტმფრენი სიკორსკი MH-60R Seahawk სამხედრო ხომალდის გემბანზე ჯდება.

ვერტმფრენის დაფრენა ხომალდზე უფრო ძნელია, ვიდრე თვითმფრინავის: ვერტმფრენს ხომ აეროფინიშიორი - გემბანის სიგანეზე გადაჭიმული ფოლადის ბაგირი არ ეხმარება.

ნავსაწინააღმდეგო გემბანის ვერტმფრენები წყალქვესა ნავების საძებნად გამოიყენება.MH-60R Seahawk ზღვის ზედაპირთან „დაეკიდება“ და წყალში ჰიდროაკუსტიკურ სადგურს უშვებს, ანდა რადიოტივტივებისგან სიგნალებს იღებს. მაგრამ მათი დანიშნულება მხოლოდ წყალქვესა ნავებზე ნადირობით არ ამოიწურება - მათ საძიებო-სამაშველო სამუშაოებშიც იყენებენ. Seahawk-ს საბაზო ხომალდიდან 160 კილომეტრის რადიუსში შეუძლია მუშაობა,მაგრამ ადრე თუ გვიან მაინც უნდა დაბრუნდეს და რა გინდა ძლიერი შტორმი იყოს მაინც უნდა დაეშვას გემბანზე.