მნიშვნელოვანი სიახლეები
შვედეთმა რუსეთის გამო დიდი სამხედრო წვრთნები დაიწყო (+ვიდეო)

შვედეთმა რუსეთის გამო დიდი სამხედრო წვრთნები დაიწყო (+ვიდეო)

შვედეთმა ბოლო 23 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი სამხედრო წვრთნები დაიწყო. ეს წვრთნები რუსეთ-ბელორუსის სამხედრო წვრთნა #ზაპად-2017“-ს უკავშირდება, რომელმაც დასავლეთის ქვეყნები ძლიერ შეაშფოთა.

შვედური სწავლება „ავრორა“ ნატოს მხარდაჭერით მიმდინარეობს, თავად ქვეყანა ალიანსის წევრი არაა. წვრთნებში 19 ათასამდე სამხედრო მონაწილეობს და 3 კვირას გასტანს.

„დღეს რუსეთი ის ქვეყანაა, რომელიც ევროპაში უსაფრთხოების სფეროში საერთო ვითარებაზე ზემოქმედებს - ყირიმის ანექსია და  კონფლიქტი უკრაინის აღმოსავლეთში, რომელიც დღემდე გრძელდება. ჩვენ  ზედმიწევნით ვაკვირდებით თუ რას აკეთებს რუსეთი“, - განაცხადა შვედეთის არმიის სარდალმა მიქაელ ბიდენმა.

 როგორც პრესა აღნიშნავს, უკანასკნელ წლებში შვედეთი ამცირებდა სამხედრო ხარჯებს, ხოლო ამა წლის მარტიდან ქვეყანამ სავალდებულო სამსახური კვლავ შემოიღო.

შვედეთის არმიის გარდა სამხედრო სწავლებებში მონაწილეობას იღებენ აშშ-ს, საფრანგეთის, ნორვეგიის და ნატოს სხვა ქვეყნების სამხედროები.