მნიშვნელოვანი სიახლეები
შვედეთში  „ტომაჰავკებით“ შეარაღებული არაატომური წყალქვეშა ნავი შექმნეს

შვედეთში „ტომაჰავკებით“ შეარაღებული არაატომური წყალქვეშა ნავი შექმნეს

 სინგაპურში IMDEX Asia 2017-ის გამოფენაზე შვედურმა კომპანია Saab-მა А26 პროექტის წყალქვეშა ნავის პროექტი წარმოადგინა, რომელიც „ტომაჰავკის“ სარაკეტო კომპლექსებით არის შეიარაღებული.

პროექტის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ეს დიზელ-ელექტრული წყალქვეშა ნავია. მის კორპუსში სამი გამშვი სისტემის 10 მეტრიანი სექციაა ჩამონტაჟებული. ამათგან თვითოეული ექვს რაკეტაზეა გათვლილი.

 როგორც იუწყებიან, ეს პირველი შემთხვევაა, როცა არაატომური წყალქვეშა ნავი „ტომაჰავკებით“ არის აღჭურვილი.  ადრე დიზელ-ელექტრული წყალქვეშა ნავები ფრთოსან რაკეტებს სატორპედო აპარატებიდან უშვებდნენ.

შვედური ვარიანტი მოდულური პრინციპით არის აგებული და ეს მისი მოდერნიზაციის საშუალებას იძლევა. მაგალითად შესაძლებელია გამშვი დანადგარების რაოდენობის გაზრდა.

რამდენიმე სახელმწიფო უკვე დაინტერესდა აღნიშნული წყალქვეშა ნავით. პოტენციურ მყიდველად შესაძლოა პოლონეთი გახდეს. პოლონეთი თავისი სამხედრო საზღვაო ძალებისათვის სამი წყალქვეშა ნავის შესყიდვის შესაძლებლობებს არჩევს. ამ შეკვეთაში Saab-ის კონკურენტები ფრანგული DCNS და გერმანული ThyssenKrupp Marine Systemsი იქნებიან.

ცნობისათვის:

А26 სტანდარტულ ვარიანტში -  1900 ტონა წყალქყვის წყალქვეშა ნავი.

ძირითადი დანიშნულება - ოპერაციები სანაპირო წყლებში.

კორპუსის ზომები - სიგრძე 63 მეტრი, სიგანე 6,4 მეტრი.

შეიარაღება - А26-ზე 533 მმ კალიბრის ოთხი სატორპედო აპარატია.

ეკიპაჟი - 17-დან 26 მეზღვაურამდე.