მნიშვნელოვანი სიახლეები
შვედი მერაკეტეები სამუზეუმო იარაღით შეიარაღდნენ (+ვიდეო)

შვედი მერაკეტეები სამუზეუმო იარაღით შეიარაღდნენ (+ვიდეო)

შვედმა მერაკეტეებმა კუნძულ გოტლანდზე სარაკეტო ხომალდსაწინააღმდეგო კომპლექსი "Kustrobotbatteri" აღადგინეს, რომელსაც ცივი ომის დროს იყენებდნენ. საინტერესო ისაა, რომ სანაპიროს რობოტიზირებული ბატარეისათვის ტექნიკა და გამშვი მოწყობილობები  მუზეუმიდან გამოიტანეს. ეს ტექნიკა მუზეუმს რამდენიმე წლის წინათ გადასცეს.

 კომპლექსი "Kustrobotbatteri" ერთადერთი სახმელეთო ბაზირების გამშვი სისტემა იყო, რომელიც სპეციალურად ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა RBS-15-სათვის კომპანია SAAB-მა შეიმუშავა. მოდიფიკაციის შემდეგ რაკეტა Mk3-ს სახმელეთო მიზნების განადგურებაც შეეძლოთ. კომპლექსის სროლის სიშორე 200 კილომეტრია. რაკეტას მყარსაწვავიანი ძრავები გააჩნია. მისი სიგრძე 4,3 მეტრია. საბრძოლო ნაწილის წონა 200 კილოგრამამდეა.

თავის დროზე შვედეთის ხელისუფლებას ამგვარი ოთხი სანაპირო კომპლექსის აგება სურდა, მაგრამ ექსპლუატაციაში მხოლოდ ერთი ბატარეა გაუშვეს, რომელიც ცივი ომის დასრულების გამო 2000 წელს გააუქმეს.