მნიშვნელოვანი სიახლეები
შვეიცარიაში ფრინველის ფრთის მქონე უპილოტო საფრენი აპარატი შექმნეს (+ვიდეო)

შვეიცარიაში ფრინველის ფრთის მქონე უპილოტო საფრენი აპარატი შექმნეს (+ვიდეო)

შვეიცარიაში მაღალმანევრული უპილოტო საფრენი აპარატი შექმნეს. მისი მაღალი მანევრირება ფრინველის მსგავსი ფრთის მეშვეობით მიიღწევა. იგი ლოზანას ფედერალურ პოლიტექნიკურ სკოლაში შექმნეს (EPFL).

ახალი აპარატი კონსტრუქციულად მართლაც ფრინველს ჰგავს. მისი ფრთა ხელოვნური ბუმბულის მეშვეობით იშლება,  იკეცება და ბრუნავს. მაგალითად, მოსაბრუნებლად დრონი ერთ ფრთას კეცავს მეორეს კი ბოლომდე შლის.

 დრონის აღწერაში მითითებულია, რომ შეზღუდულ გარემოში მანევრირების უნარი ფრინველებზე დაკვირვებების შედეგად დაიბადა.

დასმული იქნა ამოცანა შეექმნათ საფრენი აპარატი, რომელსაც შეეძლებოდა ფრინველივით მკვეთრად შეეცვალა ფრენის მიმართულება, შემოეფრინა წინააღმედგობებისათვის.

 უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი საფრენი აპარატი პირველ რიგში სამხედროებისათვის იქნება გამოსადეგი, ვინაიდან მისი შესაშური მანევრირება პირველ რიგში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის რადარებს გაუჩენს თავსატეხს. ანუ ეს „ფრინველი“ პირველ რიგში მოწინააღმდეგის პოზიციების დასაზვერად და საარტილერიო-სარაკეტო სისტემების ცეცხლის კორექტირებისათვის გამოდგება