მნიშვნელოვანი სიახლეები
სირიაში F-22 ხილული გახდა

სირიაში F-22 ხილული გახდა

სირიაში საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე ამერიკულ გამანადგურებელ F-22 Raptor-ებს რადარებისგან დამფარავი გარსი სძვრებათ.

 რადიოგამოსხივების შთანმთქმელი გარსი თვითმფრინავების ფიუზელაჟებზე აიქერცლა და იშლება. აშშ-ს სამხედრო საჰაერო ძალების წარმომადგენლები ერთ-ერთ მიზეზად გამოყენების რაიონში რთულ კლიმატურ პირობებს ასახელებენ.

„საფარი იმიტომ ნაოჭდება და იქერცლება, რომ კლიმატის გამო სიმყარეს კარგავს და თავის პირვანდელ თხევად მდგომარეობას უბრუნდება. ამ პროცესებს გარე ფაქტორები აჩქარებს, განსაკუთრებით წვიმა და ქვიშის მტვერი“, - აცხადებს Lockheed Martin-ში F-22-ის პროგრამის ხელმძღვანელი ჯონ კოტემი.

ამერიკელი მფრინავები ადრეც მიუთითებდნენ  იმ ფაქტზე, რომ ამრეკლავ გარსზე საწვავის ანდა ზეთის მოხვედრისას იგი დაშლას იწყებდა. 2009 წელს  Lockheed Martin-ის ინჟინერმა დეროლ ოლსენმა  კომპანია ამ ფაქტის დაფარვაში დაადანაშაულა. კომპანის ფაქტის დასაფარად თვითმფრინავებზე გარსის რამდენიმე ფენას უსვამდა.

 Raptor-ის შემქმნელის განცხადებით, მათ გარსის ახალი უფრო მდგრადი შემადგენლობა მოიფიქრეს და ყველა 186 თვითმფრინავს ტექმომსახურეობის დროს თავიდან დაამუშავებენ. წინასწარი მონაცემებით ამ პროცესს საშუალოდ სამი წელი დასჭირდება.