მნიშვნელოვანი სიახლეები
სირიაში ოთხი რუსი სამხედრო მრჩეველი დაიღუპა

სირიაში ოთხი რუსი სამხედრო მრჩეველი დაიღუპა

ოთხი რუსი სამხედრო მრჩეველი სირიაში ფუგასზე აფეთქდა.  ავტომობილი, რომლითაც ისინი გადაადგილდებოდნენ რადიომართვადი ფუგასური ბომბით ააფეთქეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური ავრცელებს.

ამ ინციდენტის შედეგად კიდევ ორი რუსი სამხედრო დაიჭრა. ახლა მათი სიცოცხლის გადასარჩენად ექიმები იბრძვიან.

ინციდენტი გასულ ხუთშაბათს, 16 თებერვალს მოხდა, მაგრამ მის შესახებ მხოლოდ ახლა განაცხადეს. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, აფეთქებისას ავტომობილი სამხედრო კოლონის შემადგენლობაში ტიასის აეროდრომიდან ქალაქ ჰომსის მიმართულებით მოძრაობდა.

ინციდენტის შესახებ სხვა ინფორმაცია უცნობია.