მნიშვნელოვანი სიახლეები
სირიის ცაში „მფრინავი ტანკები“ გამოჩნდნენ

სირიის ცაში „მფრინავი ტანკები“ გამოჩნდნენ

სირიის სამხედრო საჰაერო ძალების შეიარაღებაში ძლიერი დამრტყმელი ვერტმფრენები - Ми-24П-ები გამოჩნდნენ. ერთ-ერთი მათგანი ქალაქ დერმას თავზე  ტერორისტების პოზიციების დაბომბვისას გამოჩნდა.

 მანამდე სირიელი მფრინავები Ми-25-ის საექსპორტო ვარიანტს იყენებდნენ, რომლებიც ოთხლულიანი 12,7 მმ-იანი ტყვიამფრქვევებით და ტანსკსაწინააღმდეგო რაკეტების მოძველებული ვერსიებით იყვნენ შეიარაღებულები.

 Ми-24П-ს კი 30 მმ-იანი ძლიერი ქვემეხი ГШ-30К უყენია, რომელიც მარჯვენა ბორტზე უძრავადაა დამაგრებული. ვერტმფრენი ასევე ახალი ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტა „ატაკაში“ არის შეიარაღებული. მისი სროლის სიშორე ექვს კილომეტრს შეადგენს.

სირიის სამხედრო საჰაერო ძალებში შედარებით თანამედროვე ვერტმფრენების გამოჩენა იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთის არმიის შეიარაღებაში  დამრტყმელი ვერტმფრენების თანამედროვე მოდელები, Ми-28Н „ღამის მონადირე“ და Ми-35 იმდენი ერთეული აქვთ, რომ Ми-24П სირიისთვის გადაცემა პრობლემას არ შეუქმნით..