მნიშვნელოვანი სიახლეები
სისტემა С-500-სს საბრძოლო პირობებში გამოცდიან

სისტემა С-500-სს საბრძოლო პირობებში გამოცდიან

საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის კონცერნის „ალმაზ-ანტეის“ გენერალური კონსტრუქტორის პავლე სოზინოვის განცხადებით, საზენიტო სარაკეტო კომპლექს С-500-ის გამოცდა შორს რეალურ მიზნებზე სროლით, ყაზახეთში მოხდება.

 კომპლექს С-500-ის ძირითადი ამოცანა საშუალო სიშორის და საკონტინენტთაშორისო ბალისტიკურ რაკეტებთან ბრძოლაა. სისტემას ცალკეული რეგიონის, დიდი ქალაქების, სამრეწველო ობიექტების და პრიორიტეტული სტრატეგიული მიზნების დაცვა შეუძლია. სისტემას ასევე შეუძლია ჰიპერბგერითი ფრთოსანი რაკეტების, თვითმფრინავების, დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატების და დაბალორბიტიანი თანამგზავრების განადგურება.

 С-500 ასევე შეიძლება საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების შახტების დასაცავად იქნას გამოყენებული. С-500 რაკეტებს  მანევრირებადი კინეტიკური ბლოკებით და  საკუთარი რადიოსალოკაციო სადგურებით მიზნის განადგურება ყველაზე მოწყვლად, ტრაექტორიის საწყის ეტაპზე შეუძლია, მაშინ როცა ჯერ არ მომხდარა ქობინების დაშორიშორება და სატყუარა მიზნების გასროლა. დაზიანების სიმაღლე 200 კილომეტრს აღწევს.

 სისტემა С-500 შეცვლის სისტემა С-400. მისი ექსპლოატაცია 25 წლის მანძილზე უნდა იყოს შესაძლებელი. ამიტომაც საზენიტო სარაკეტო კომპლექსს უნდა შეეძლოს იმგვარი მიზნების დაზიანება, რომლებიც ჯერ შექმნილიც კი არაა, მაგრამ უახლოეს დროში გამოჩნდება. მსგავსი სისტემების გამოსაცდელ, ასტრახანის ოლქში მდებარე პოლიგონ კაპუსტინ იარს სროლის სიშორე 100 კილომეტრით აქვს შეზღუდული. ამის გამო С-500-ის გამოცდა ყაზახეთში მოხდება, სადაც სარი-შაგანის პოლიგონს მსგავსი შეზღუდვა არ აქვს.

 С-500-ის მართვის და სალოკაციო საშუალებები უკვე გამოიცადა და შემკვეთები კმაყოფილები დარჩნენ. სისტემა რყუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების შეიარაღებაში უახლოეს დროში უნდა ჩადგეს.